ადამიანები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ დროში იმოგზაურეს
დროში მოგზაურობის სურვილი ადამიანს ღრმა წარსულიდან მოსდევს. საკუთარი თვალით ამა თუ იმ მოვლენის დანახვის სურვილი, რომელმაც ისტორია შეცვალა ან შესაძლებლობა – გამოასწორო საბედისწერო შეცდომა, რომელიც წლების წინ იქნა დაშვებული, სხვადასხვა ეპოქის ხალხს მოსვენებას არ აძლევდა. მეცნიერებისთვის დღემდე არ არის ცნობილი, შესაძლებელია თუ არა წარსულში ან მომავალში მოგზაურობა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ყოველთვის მოიძებნება ადამიანი, რომელიც იტყვის, რომ მან ეს შეძლო.
ძნელი წარმოსადგენია, თუ როგორ იმუშავებს „წარსულის ბორბალი“, თუკი მას ყველა საკუთარი სურვილისამებრ დაატრიალებდა. ფანტასტიკის მოყვარულებს ეს თეორია ძალიან მოსწონთ, თუმცა ყველამ კარგად იცის, რომ მათი მოგზაურობა სხვადასხვა ეპოქაში ჯერჯერობით მხოლოდ ოცნებაა.
მამა პელეგრინო ერნეტი
მას არ ჰქონია მრავალფეროვნებით სავსე ცხოვრება. ერნეტი მთელ დროს სან-ჯორჯოს კუნძულზე ატარებდა. დაკავებული იყო ეგზორციზმით და ეზოთერიკულ წიგნებს კითხულობდა. წმინდა მამას ერთი ძალიან უცნაური ჰობი ჰქონდა – თავისუფალ დროს ის საკუთარ ვიწრო კელიაში რაღაც დანადგარს ამზადებდა, რომელსაც შემდგომ ქრონოვიზორი დაარქვა. მიზანი, რომელიც მონაზონს ჰქონდა დასახული, ასეთი იყო: მას „ტრიესტის“ სპექტაკლის პრემიერაზე მოხვედრა სურდა. ეს სპექტაკლი ძველ რომში ქრისტეს შობამდე 169 წელს დადგეს.
დანადგარის შექმნას, დაახლოებით, 40 წელი დასჭირდა. წმინდა მამა საკუთარ წიგნში აღწერს, თუ როგორ იმოგზაურა საკუთარი დანადგარის მეშვეობით წარსულში, დაესწრო ქრისტეს ჯვარცმას და ნაპოლეონ ბონაპარტიც მოინახულა. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ მან 1972 წელს, როგორც დასტური დროში მოგზაურობის შესახებ, წარადგინა უხარისხო ფოტო, რომელზეც, როგორც თვითონ ამბობდა, იესო იყო გამოსახული, ჯვარცმამდე რამდენიმე წუთით ადრე…
ბილი მეიერი
მომღიმარ შვეიცარიელს, ბილი მეიერს თავად არ უმოგზაურია დროში, მაგრამ, როგორც ამბობს, იცნობდა ერთ ბიჭს, რომელსაც ეს არაერთხელ გაუკეთებია. მამაკაცი ამტკიცებს, რომ ადრეული ასაკიდან ურთიერთობა ჰქონდა უცხოპლანეტელებთან, რომლებიც დედამიწაზე პლეადას თანავარსკვლავედიდან ჩამოდიოდნენ და მას ისე ექცეოდნენ, როგორც საკუთარ შვილს.
სტუმრები კოსმოსიდან ბილის დროში მოგზაურობის შესახებ უყვებოდნენ, ასევე აფრთხილებდნენ ომებსა და კატასტროფების შესახებ, მაგრამ ზუსტ თარიღებს როდი იძლეოდნენ… თუკი მას დავუჯერებთ, მესამე მსოფლიო ომი 2006 წელს უნდა დაწყებულიყო, შემდეგ 2008-ში და ბოლოს 2010 წელს.
ელეონორ ჟურდენი და შარლოტა ენნ მობერლი
ორ პარიზელ მასწავლებელს არ დასჭირვებია რთული მოწყობილობები და უცხოპლანეტელები – ისინი უბრალოდ ვერსალში სასეირნოდ წავიდნენ, დაიკარგნენ ტყეში და იქიდან დაბრუნებულებმა თავი არა 1901-ში, არამედ 1792 წელში ამოჰყვეს.
მათი თქმით, ქალბატონებმა საკუთარი თვალით ნახეს მარია ანტუანეტა, რომელიც სასახლის წინ ხატავდა. აწმყო დროში დაბრუნების შემდეგ მათ ავტობიოგრაფიული მოთხრობა დაწერეს სახელად – „თავდაგასავალი“. კრიტიკოსებს ეს არ მოეწონათ და ქალბატონებს დასცინეს.