ოკუპირებულ აფხაზეთში ინალ არძინბას გადადგომის შესახებ ინფორმაციას უარყოფენ

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო ე.წ. მინისტრის, ინალ არძინბას გადადგომის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, უწყება მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს.

„აფხაზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის, ინალ არძინბას, სავარაუდო გადადგომის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია რეალობას არ შეესაბამება. აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მუშაობა ჩვეულ რეჟიმში გრძელდება“, – ნათქვამია ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესრელიზში.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი და ე.წ.პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თანამდებობებიდან გადადგნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები