რა ბედი ეწია მსოფლიოში პირველ სუპერმოდელს – ოდრი მენსონის ტრაგიკული ისტორია

მას „მის მანჰეტენს” და ამერიკელ ვენერას ეძახდნენ. 1910-იან წლებში ოდრი მენსონი ყველაზე მოთხოვნადი მოდელი იყო მსოფლიოში. მენსონს ხშირად ხატავდნენ, მის ქანდაკებებს ძერწავდნენ, მისი გამოსახულებით მონეტებსაც ჭრიდნენ და აშშ-ის იმდროინდელი პრეზიდენტი ოდრის „ამერიკის განსახიერებას“ უწოდებდა. მსოფლიოში პირველი სუპერმოდელი 1891 წელს დაიბადა და 104 წელი იცოცხლა. აქედან 65 წელი მან ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გაატარა.
ოდრის ბავშვობამ სიღარიბეში ჩაიარა. იღბალმა გაუღიმა, როდესაც ის – ბროდვეიზე მიმავალი – გამოჩენილმა ფოტოგრაფმა შენიშნა. ოდრი 15 წლის იყო. გოგონამ დიდი ფული გამოიმუშავა, რომელსაც შემდეგ ფლანგავდა.
ტრაგიკული ცხოვრება 1919 წელს დაეწყო: ოდრის შეუყვარდა მამაკაცი, რომლისგანაც მან ბინა იქირავა. მოდელზე დაქორწინებისთვის მამაკაცმა ცოლი მოკლა. დაიჭირეს, სიკვდილი მიუსაჯეს და ელექტრო სავარძელზე დასვეს. მართალია, მისი ბრალი არ იყო, თუმცა პურიტანულმა საზოგადოებამ ოდრის ზურგი აქცია. არავის სურდა მასთან ბიზნესის კეთება. საქმე იქამდე მივიდა, რომ ოდრიმ ჭურჭლის მრეცხავად დაიწყო მუშაობა.
რაღაც მომენტში ის იმდენად დაღლილი იყო, რომ თვითმკვლელობა სცადა, მაგრამ გადაარჩინეს. თუმცა, თვითმკვლელობის მცდელობა ფსიქიკისთვის შეუმჩნეველი არ დარჩენილა. მალე ოდრი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოხვდა, რომელიც სიკვდილამდე არ დაუტოვებია. ერთადერთი ადამიანი, ვინც გარიყულ და მივიწყებულ ვარსკვლავს ერთხელ ესტუმრა, საკუთარი მამა იყო, რომელიც შვილმა ვერ იცნო. ოდრი მამასთან ერთად, ერთ საფლავში დაკრძალეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები