რატომ იხდიან ნიუ-იორკელი ებრაელები დღესასწაულზე ლიმონში 15 დოლარს – გურამ მეგრელიშვილი საინტერესო ტრადიციაზე

ნიუ-იორკი სინამდვილეში ებრაული ქალაქია. აქ დღის წესრიგს სწორედ ისინი ამკვიდრებენ.

ალბათ, ისიც იცით, რომ სუკოტის დღესასწაულზე ტრადიცია აქვთ ნიუ-იორკელ ებრაელებს, რომ ლიმონს და მცენარეს (მგონი, ბაიას), შეფუთულს ყუთში, ბავშვები და მოზარდები ყიდიან.

ერთ-ერთ მაღაზიასთან გავჩერდი, დავაკვირდი ამ ხალხს. ადამიანი რელიგიურ დღესასწაულზე ხომ ძალიან კარგად ჩანს.

სასაჩუქრე კალათა 15 $ ღირდა, სინამდვილეში, ლიმონის ყიდვა ყველას და ყველგან შეუძლია 1 დოლარად და მაინც, უამრავი ებრაელი მაღაზიების წინ გამოფენილ ლიმონს 15 $-ად ყიდულობდა.

ამ ამბის არსი, აი, რაშია: ბავშვებს აჩვევენ შრომას, თითო გაყიდული კალათიდან უხდიან, ვთქვათ, 2 $-ს. მერე, თუ გაუყიდველი დარჩა რამე, მოვა რომელიმე მხცოვანი ებრაელი (შეიძლება იმავე მაღაზიის მეპატრონეც კი, ვისი პროდუქციაც იყიდება) და დარჩენილ ყველა ლიმონს იყიდის 15 $-ად.

კითხვა ჩნდება, რატომ? რა აზრი აქვს ამას?

ამას აქვს ძალიან ღრმა აზრი და დანიშნულება, რაც, სამწუხაროდ ჩვენ ერს დაკარგული აქვს – წახალისება, რომ ყველაფერი კარგად იქნება; რომ ნებისმიერ შრომას მოსდევს დაფასება (2 $); რომ ბავშვს იმედი არ უნდა გადაუწურო, თუ რაიმე ვერ გამოსდის ისე, როგორც სხვას; რომ 1 $-ად კი არ უნდა იყიდო ლიმონი ამ დღესასწაულზე, არამედ სწორედ 15 $-ად; რომ ამით ამ საქმით დაკავებულ ადამიანებში ერთგვარ სუბსიდიას აკეთებ და ხვალ ის მოვა და შენი ტექნიკის მაღაზიაში 1000 $-ს დახარჯავს.

გურამ მეგრელიშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები