“სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი მოემართება ჩვენკენ” – ონის მერი
,,მობილიზება ხდება შესაბამისი ტექნიკის, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურები ადგილზე იმყოფებიან”, – ამის შესახებ ონის მერმა, სერგი ხიდეშელმა ,,იმედის,, ეთერში განაცხადა.
,,რაც შეეხება სამსახურებს, ყველა ადგილზე იმყოფება, მათ შორის, ადგილზე გახლავართ მეც, სახელმწიფო რწმუნებულის აპარატთან ერთად, მობილიზება ხდება შესაბამისი ტექნიკის, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურები ადგილზე იმყოფებიან. სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი მოემართება ჩვენკენ, რაც შეეხება, დაშავებულებს – ამ ეტაპზე, ინფორმაცია არ გამაჩნია”, – განაცხადა მერმა.