წყალმომარაგების კომპანია  განცხადებას ავრცელებს

წყალმომარაგების კომპანია  განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “კვირა” უცვლელად გთავაზობთ.
“ქალაქ ბოლნისში ყარაბულახის სათავე ნაგებობის რეაბილიტაციის ფარგლებში, ამა წლის 3 აგვისტოს 07:00 სთ-დან 4 აგვისტოს 19:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება
ქ. ბოლნისს, დაბა კაზრეთს და მიმდებარე სოფლებს (ბალიჭი; ჯავშანიანი; კიანეთი; ქვეში; ძვ. ქვეში; საბერეთი; მუშევანი; ზვარეთი; დარბაზი; გეტა; ფოცხვერიანი; წიფორი; ხახალაჯვარი; ჭრეში; იწრია; აკაურთა; ტანძია; რატევანი; დისველი) ჯამში 7210 აბონენტს.
აღნიშნული პროექტი ქ. ბოლნისის „ ყარაბულახის“ სათავე ნაგებობის რეაბილიტაციას, მაგისტრალზე არსებული დაზიანებების სრულ აღმოფხვრას, ჭრეში-ბოლნისის ამორტიზირებული მაგისტრალის რეაბილიტაციას, სოფლების: ტანძია, იწრია, რატევანის სრულ რეაბილიტაციას, რეზერვუარების მოწყობასა და გამრიცხველიანებას ითვალისწინებს. რეზერვუარები ეწყობა სოფლებშიც: ძველ ქვეშსა და ძეძვნარიანში. ამ ეტაპზე, სამუშაოების 80% უკვე შესრულებულია.
პროექტს სახელმწიფო ბიუჯეტით 7 მლნ. ლარამდე მოხმარდება და მისი დასრულების შემდეგ ადგილობრივი მოსახლეობა 24 საათიანი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი”,- წერია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები