უცნაური სექსუალური რიტუალები აფრიკაში
ჯონ კოლდვული წიგნში “აფრიკის სექსუალური სისტემა – პასუხი ბლანს” საინტერესო რიტუალებზე წერს. პირველი რიტუალი “ქალწულობის შემოწმებას” გულისხმობს, რაც წელიწადში ერთხელ, 9 წლიდან (გათხოვებამდე) ხდება. რიტუალური შემოწმების დროს ოჯახები მომავალ რძლებს არჩევენ და იქვე იგეგმება ახალი ოჯახების შექმნის ამბებიც.
მეორე რიტუალი “კაცობის შემოწმებაა”. ქორწინებამდე რამდენიმე დღით ადრე საპატარძლოს ოჯახის უახლოესი წევრი (მამიდა, ბიცოლა, გათხოვილი და ან სხვა) 2 ღამე ცხოვრობს სასიძოსთან. მისი დასკვნა მნიშვნელოვანია, სწორედ მან უნდა გამოიტანოს განაჩენი ივარგებს თუ არა ახალგამოჩეკილი ქმარი “საქმეში”.
მესამე, ყველაზე პოპულარული ტრადიცია (ზამბია, კენიაში) “მამაკაცი აფთრის” არსებობაა. ესაა დაქირავებული სექსმუშაკი, ქვრივი ქალის მაზლი ან “პატივსაცემი კაცი” ვისთანაც დაუცველი ურთიერთობა აქვთ პატარა გოგონებს (გამოცდილების შეძენისთვის, პირველი ციკლიდან მესამე კვირას), დაქვრივებულ ქალებს ან ქალებს ხელოვნური აბორტის შემდეგ მეათე დღეს.
მეოთხე რიტუალი ჩადში, კამერუნსა და ნიგერიაშია სხვისი ცოლის მოტაცებას გულისხმობს. მეზობელი ტომის კაცები, როგორც წესი, “სანადიროდ” მიდიან, რათა ცოლი გასტაცონ სხვა ტომებს. ამ ტრადიციამ ცვლილება განიცადა ბოლო 100 წლის განმავლობაში და ახლა ასე ხდება: 7-დღიანი სარიტუალო დღესასწაულის დროს, ქალებს უფლება აქვთ, სხვის ქმრებთან დაწვნენ. დღესასწაულის დროს კაცები სახეს იღებავენ და ასე ცდილობენ ყურადღების მიქცევას.
მეხუთე რიტუალი ნამიბიაში და ანგოლაში გვხვდება და მას Okujepisa Omukazendu treatment ეწოდება. ამ დროს ქმარი სტუმრად მოსულ კაცს საკუთარ ცოლს სთავაზობს. რაკი აფრიკაში საცხოვრისები სულ 1 ან ორი ოთახისგან შედგება, ხშირად თავადაც იმ ოთახში იძინებს, სადაც სტუმარი და მისი ცოლი ურთიერთობების გარკვევას ცდილობენ.
მეექვსე რიტუალი ძალიან უცნაურია: როდესაც ბელადი მოხუცდება ან ავად ხდება, ის მემკვიდრეს ასახელებს და მასთან ფიზიკურ სიახლოვეში შედის. ამ დროს, აფრიკული ტომის რწმენით, საკუთარ ცოდნასა და ძალაუფლებას გადასცემს რჩეულს და ასე გრძელდება საუკუნეებია.
მოამზადა გურამ მეგრელიშვილმა