ევროპის ყველაზე ძველი რესტორანი, რომელიც 700 წელს ითვლის

„Piwnica Świdnicka“ უძველესი რესტორანია ევროპაში. უკვე შვიდასი წელია, ის პოლონეთის ქალაქ ვროცლავის მერიის შენობაში მდებარეობს და სტუმრებს იღებს.

დაწესებულება გაიხსნა მე-13 საუკუნეში და სახელი მიიღო ქალაქ სვიდნიცას ლუდის წყალობით, რომელსაც თავდაპირველად აქ მიირთმევდნენ. ფრედერიკ შოპენი, იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთე, ფრიდრიხ ნიცშე და სხვა ცნობილი პიროვნებები ოდესღაც სადილობდნენ ამ ფართო დარბაზებში. 1945 წლის დაბომბვის მიუხედავად, რესტორანი შესანიშნავად იყო შემონახული.

ევროპაში უძველესი რესტორანი მდებარეობს ქვემო სილეზიის დედაქალაქში, პოლონეთის ერთ-ერთ უძველეს და ულამაზეს ქალაქში. “Pivnitsa Swidnicka”  მერიის სარდაფშია განთავსებული და სტუმრებს შორეული 1273 წლიდან მასპინძლობს. დღეს ის ერთ-ერთი მთავარი ადგილობრივი ღირსშესანიშნაობაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები