54 წლის წინ ადამიანმა პირველად დადგა ფეხი მთვარეზე

54 წლის წინ, 1969 წლის 21 ივლისს ამერიკელი ასტრონავტები – ნილ არმსტრონგი და ბაზ ოლდრინი გახდნენ პირველი ადამიანები კაცობრიობის ისტორიაში, რომლებმაც მთვარეზე ფეხი დადგეს.

როგორ მოხდა ეს?

1969 წლის 20 ივლისს, CET 21:17 საათზე საფრენი აპარატი Eagle-ი, რომელსაც ასტრონავტები – ნილ არმსტრონგი და ბაზ ოლდრინი მართავდნენ, მთვარეზე დაეშვა.

დაშვებიდან რამდენიმე საათის შემდეგ – 1969 წლის 21 ივლისს დილის 3:56 საათზე – ნილ არმსტრონგი გახდა პირველი ადამიანი, ვინც მთვარის ზედაპირზე დადგა ფეხი. მთელ მსოფლიოში ხალხი ტელევიზიით უყურებდა მთვარეზე დაშვებას. მაყურებელთა რაოდენობა 500 მილიონზე მეტი იყო – დედამიწაზე ყველა ტელევიზიის დაახლოებით ნახევარი ჩართული იყო.

რადიოში ისმოდა ნილ არმსტრონგის ცნობილი ფრაზა; „ეს ერთი პატარა ნაბიჯია ადამიანისთვის, მაგრამ ერთი გიგანტური ნახტომი კაცობრიობისთვის“.
ხომალდის გარეთ არმსტრონგმა და ოლდრინმა გაატარეს დაახლოებით ორსაათ-ნახევარი და დედამიწის ბუნებრივ თანამგზავრზე მათი მთელი ყოფნა 21 საათსა და 36 წუთს გაგრძელდა.

რამდენჯერ დაეშვა ადამიანი მთვარეზე?

1969-1972 წლებში ექვსი პილოტირებული „Apollo“ მისია დაეშვა მთვარეზე. 12 ამერიკელი ასტრონავტი მთვარის ზედაპირზე დაეშვა.

ბოლო ადამიანები, ვინც მთვარეზე დაეშვნენ, არიან ევგენი სერნანი და ჰარისონ შმიტი, 1972 წელს „Apollo 17-ის“ მისიაზე.

როდის მოხდება მთვარეზე შემდეგი დაშვება?

ცოტა ხნის წინ, აშშ-ის ყოფილმა ვიცეპრეზიდენტმა, მაიკ პენსმა განაცხადა, რომ უკვე 2024 წელს ამერიკელი ასტრონავტები კვლავ გაფრინდებიან მთვარეზე, საჭიროების შემთხვევაში – კომერციული ტექნოლოგიის გამოყენებით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები