იცოდით, რომ ნობელის პრემიაზე – მშვიდობის დარგში – ჰიტლერის წარდგენა სურდათ?
1939 წლის 27 იანვარს, მსოფლიო ომის დაწყებადე რამდენიმე თვით ადრე, ნორვეგიის ნობელის კომიტეტმა მიიღო წერილი, სადაც ადოლფ ჰიტლერს პრემიაზე მშვიდობის დარგში წარადგენდნენ.
წერილის ავტორი ერიკ გოტფრიდ ბრანდტი იყო, შვედეთის პარლამენტის წევრი.
აი, წერილი:
“ძვირფასებო, მოწიწებით გთავაზობთ, რომ 1939 წლის მშვიდობის პრემია მიენიჭოს გერმანიის კანცლერს და ფიურერს, ადოლფ ჰიტლერს, ადამიანს, რომელიც მილიონობით ადამიანის აზრით, არის პიროვნება, ვინც უპირველესად იმსახურებს ამ საპატიო ჯილდოს.
ყველამ ვიცით, რომ 1938 წლის სექტემბერში მსოფლიო მშვიდობას დიდი საფრთხე ემუქრებოდა; ახალი ევროპული ომის დაწყებამდე მხოლოდ რამდენიმე საათი იყო დარჩენილი და ამ ადამიანმა მსოფლიოს ჩვენი ნაწილი გადაარჩინა ამ საშინელი კატასტროფისგან. კრიტიკულ მომენტში მოიქცა გონივრულად, თუმცა მას ჰქონდა მსოფლიო ომის დაწყების ძალა.
მშვიდობის მოზღვავებული სიყვარულით, რომელიც ადრე იყო აღწერილი მის ცნობილ წიგნში Mein Kampf – (ბიბლიის შემდეგ ალბათ საუკეთესო და ყველაზე პოპულარული წიგნი) – მისი მშვიდობიანი მიღწევებით – ავსტრიის ანექსიით – ადოლფ ჰიტლერმა თავიდან აიცილა ცდუნება, ძალის გამოყენებით გაეთავისუფლებინა თანამემამულეები მსოფლიო წნეხისგან და გაეხადა სამშობლო უფრო ძლიერი და წარმატებული. თავისი გონიერებით ის დაამშვიდებს ევროპასა და, ალბათ, მთელ მსოფლიოს.
სამწუხაროდ, დღემდე უამრავი ადამიანია, ვინც ვერ ხედავს სიდიადეს ადოლფ ჰიტლერის მშვიდობისთვის ბრძოლაში. ამ ფაქტიდან გამომდინარე, ვერ ვიპოვნიდი უკეთეს დროს ჰიტლერის კანდიდატად წარდგენისთვის ნობელის მშვიდობის პრემიაზე. სამწუხაროა, რომ შვედეთის პარლამენტის სხვა დეპუტატებმა უცნაური კანდიდატურა წარადგინეს, კერძოდ, ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი ნევილ ჩემბერლენი. ეს ნომინაცია, როგორც ჩანს, გასართობი ჰგონია ხალხს.
მართალია, ჩემბერლენსაც მიუძღვის წვლილი ამ მსოფლიო მშვიდობაში, მაგრამ გადაწყვეტილება იყო უშუალოდ ჰიტლერის.
პირველ რიგში, სწორედ მისი დამსახურებაა, რომ ევროპაში მშვიდობის სურნელი ტრიალებს. იგია ჩვენი მშვიდობისა და უსაფრთხოების გარანტიც მომავალში.
სწორედ ამიტომ, გთავაზობთ, რათა ჩრდილი არ მიადგეს ჰიტლერის სახელს, მის გვერდით სხვა კანდიდატურა არ დააყენოთ.
ადოლფ ჰიტლერი არის მშვიდობისთვის მებრძოლი, ღვთის მოვლენილი ნამდვილი მშვიდობის პრინცი.
სტოკჰოლმი, 1939 წლის 27 იანვარი.”
ამ წერილის გამო, ბრანდტი გარიცხეს ყველა უნივერსიტეტიდან, ეძახდნენ მას ფაშისტს და ლანძღავდნენ, არადა, წლების მერე აღმოჩნდა, რომ ერიკ ბრანდტი იყო შეურიგებელი ანტიფაშისტი და ნობელის კომიტეტს „ტროლავდა“.
მოამზადა გურამ მეგრელიშვილმა