როგორ გადარჩა მამაკაცი და მისი ძაღლი წყნარ ოკეანეში

ავსტრალიელი მეზღვაური – ტიმ შადოკი, რომელმაც თითქმის სამი თვე გაატარა წყნარ ოკეანეში უმი თევზითა და წვიმის წყლით, როგორც ექიმები ამბობენ, კარგად გრძნობს თავს. 12 ივლისს 51 წლის ავსტრალიელი მამაკაცი და მისი ძაღლი ბელა მეთევზეებმა გადაარჩინეს მექსიკის სანაპიროსთან.

შადოკს, რომელიც სიდნეიში ცხოვრობს, უყვარს საზღვაო მოგზაურობა. აპრილში მან გადაწყვიტა, დაეფარა 6 ათას კილომეტრზე მეტი – მექსიკიდან საფრანგეთში, პოლინეზიაში.

მისმა პატარა ნავმა დატოვა მექსიკის პორტი ლა-პასი, მაგრამ რამდენიმე კვირის შემდეგ ქარიშხალმა გამოიწვია ელექტრობის და რადიოკავშირის სისტემების გაუმართაობა და მას შემდეგ ნავი ოკეანის წყლებში ლივლივებდა.

ჯერჯერობით გაუგებარია, როგორ მიმდინარეობდა ავსტრალიელის ძებნა, რამდენად მასშტაბური იყო ის და რატომ არ გამოიღო შედეგი მთელი ორი თვის განმავლობაში; გავრცელებულია ინფორმაცია, რომ 12 ივლისს გემი ვერტმფრენმა შეამჩნია.

„ზღვაზე ძალიან რთული განსაცდელი გავიარე. ახლა მხოლოდ დასვენება და კარგი კვება მჭირდება. მე დიდი ხანია, არასრულფასოვნად ვიკვებებოდი“, – განუცხადა ტიმ შადოკმა ავსტრალიურ ტელეარხ 9 News-ს, რომელმაც პირველმა დაწერა მეზღვაურის გადარჩენის შესახებ.

თავად შადოკი მის მდგომარეობას დამაკმაყოფილებლად აფასებს. მისი ძაღლის მდგომარეობის შესახებ დეტალები არ ვრცელდება.

მეზღვაურის თქმით, გადარჩენაში მას სათევზაო ბადეები დაეხმარა, რომელთა მეშვეობითაც თევზი დაიჭირა და უმად შეჭამა. წვიმის წყალს სვამდნენ… მზეს ავსტრალიელი  აფრების ქვეშ ემალებოდა.

შადოკი და ძაღლი ბელა, სავარაუდოდ, გარკვეულ დროს გაატარებენ მექსიკის საავადმყოფოში, სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ.

შადოკისა და მისი ძაღლის დასახმარებლად მისული ეკიპაჟი მათ გადარჩენას ნამდვილ სასწაულად მიიჩნევს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები