დღეს ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის დაბადების დღეა
1930 წლის 13 ივლისს ურუგვაის დედაქალაქ მონტევიდეოში მოედან „პოზიტოსზე“ გაიმართა პირველი მსოფლიო ჩემპიონატის გახსნითი მატჩი ფეხბურთში.
საფრანგეთმა მექსიკა 4-1 დაამარცხა. ისტორიული გოლი პირველ მსოფლიო ჩემპიონატზე მე-19 წუთზე ლუსიენ ლორანმა გაიტანა. ჩემპიონატში 13 გუნდი მონაწილეობდა, ევროპას მხოლოდ 4 გუნდი წარმოადგენდა – საფრანგეთი, იუგოსლავია, რუმინეთი და ბელგია. დანარჩენ ევროპულ გუნდებს ოკეანის გადაღმა გრძელი მოგზაურობისა და უჩვეულო კლიმატის ეშინოდათ. მსოფლიო ჩემპიონატის პირველი ჩემპიონი ურუგვაი გახდა, რომელმაც ფინალში არგენტინელებს 4-2 მოუგო.
სპეციალურად მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მონტევიდეოში 80 000-ადგილიანი „სენტარიოს“ სტადიონი აშენდა. ასე რომ, სულადობით ყველაზე პატარა საფეხბურთო ერმა მსოფლიოში უდიდესი სტადიონი მიიღო.
როგორ შეიძლება არ გავიხსენოთ ბრიტანელი ფეხბურთელი და მწვრთნელი ბილი შენკლი, რომელმაც თქვა: „ზოგი ფიქრობს, რომ ფეხბურთი სიცოცხლისა და სიკვდილის საკითხია. ისინი ცდებიან: ფეხბურთი გაცილებით მაღლაა“.