სასტუმრო უელსში, 419 მეტრის სიღრმეზე – მიწის ზედაპირიდან ერთი საათის სავალზე

სასტუმრო Deep Sleep, რომელიც მდებარეობს მიტოვებულ მაღაროში, უელსში, სნოუდონიის მთებიდან 419 მეტრის სიღრმეში, ყველაზე ღრმა სასტუმროა მსოფლიოში.

ის ოთხი ცალკეული ოთახისგან შედგება, სადაც ერთადგილიანი და ორადგილიანი  საწოლები დგას. ასევე, განთავსებულია სასადილო ზონები და საპირფარეშო. ის არცერთ სხვა სასტუმროს არ ჰგავს. თუ იქ დასვენება მოგინდებათ, არა მხოლოდ 688 დოლარის გადახდა მოგიწევთ, არამედ კიდევ ურთულესი გზის გაკვლევაც, ძველი შახტების გავლით. 

სასტუმრო Deep Sleep აპრილში კომპანია Go Lower-მა გახსნა, რომელიც აქტიური დასვენების სფეროში მოღვაწეობს. სასტუმრო მხოლოდ კვირაში ერთხელ არის ხელმისაწვდომი, შაბათს. სტუმრობის მსურველები ჯერ ჯავშნიან სასტუმროს, ხოლო შაბათს საღამოს იწყება მთელი თავგადასავალი, როდესაც Go Below-ს ბაზაზე მიდიან, სადაც გიდები ელოდებიან. ისინი სტუმრებს სასტუმრომდე გაუძღვებიან და იქ მოქცევის წესებს შეასწავლიან.

მთებში 45-წუთიანი სიარულის შემდეგ, სტუმრები პატარა კოტეჯში იღებენ აღჭურვილობას და მიტოვებულ მაღაროში დასაშვებად ემზადებიან. რთული მარშრუტი ძველი კიბეებისგან, მიტოვებული ხიდისა და სლეკლაინებისგან შედგება. სასტუმრომდე მისვლას დაახლოებით ერთი საათი სჭირდება.

სასტუმროში მოხვედრის შემდეგ სტუმრებს ცხელი სასმლით და საკვებით უმასპინძლდებიან, სანამ ისინი თავიანთ ოთახებში განაწილდებიან. ტემპერატურა ყველაზე ღრმა სასტუმროში 10 გრადუსია მთელი წლის განმავლობაში. სასტუმროში ასევე არის წყლის გაყვანილობა, ელექტროენერგია და Wi-Fi-ც კი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები