ისტორიები ივანე მრისხანეზე

ივანე მრისხანე 10 წლის იყო, როცა უპატრონო ცხოველების დაჭერა და წამება დაიწყო.

ერთგულ მსახურებს მოაყვანინებდა ხოლმე ძაღლებს, კატებს, ცხენებს, სხვა შინაურ ცხოველებს და მათი დასახიჩრებით, სიამოვნებას იღებდა.

შეშლილ მეფეს მამა 3 წლისას მოუკვდა, დედა კი რვა წლისას მოუწამლეს. მომავალ დიქტატორს მთელი ბავშვობა ესმოდა, რომ მისი ტახტიდან ჩამოგდება და სიკვდილი უნდოდა ყველა რუს მთავარს და ეს შიში, სიკვდილის შიში მას უკანასკნელ ამოსუნთქვამდე თან სდევდა.

ძნელია მოძებნო უარესი შეშლილი ქვეყნის სათავეში, ვიდრე ივანე იყო. მისი რისხვა კი თავად სიტყვის “რისხვა” ნამდვილი ენციკლოპედიური განმარტებაა.

16 წლისამ პირველად მოკლა ადამიანი – ერთ-ერთ დიდებულს საძინებელ ოთახში შეუვარდა და წვერით გამოათრია გარეთ, საყვარელ მშიერ ძაღლებს მიუგდო და ბოლომდე უყურებდა, როგორ ჭამდნენ ცოცხლად იმ უბედურს.

როგორც ჩანს, ძაღლებისთვის ადამიანის შეჭმევინება მისი საყვარელი გასართობი იყო – როცა ნოვგოროდი აჯანყებულა, მეფეს ყველა, ყველა, ყველა ნოვგოროდელი სიკვდილით დაუსჯია (სარზე გასმით). მხოლოდ ქალაქის მთავარეპისკოპოსი შეიწყალა და სანადიროდ დაპატიჟა.

ნადირობისას მხლებლებს უბრძანა, ეპისკოპოსისთვის დათვის ტყავისგან შეკერილი ტანსაცმელი ჩაეცმიათ და ტყეში შეეგდოთ, შემდეგ კი მარეკებთან და ძაღლებთან ერთად მასზე ნადირობა გამოაცხადა.

ერთ-ერთი დიდებული, ვისზეც ეჭვი ჰქონდა, რომ მეფობა სურდა,ბმეფედ აკურთხა, დასვა საკუთარ ტახტზე და ოთხში ამოიღო.

საკუთარ შვილს მხოლოდ იმიტომ გაუტეხა კვერთხით თავი, რომ მემკვიდრემ სიტყვის შებრუნება სცადა მამისთვის, როცა ივანემ ფეხმძიმე რძალს მუცელში წიხლი ჩააზილა და ნაყოფი მუცელში მოუკლა.

მოამზადა გურამ მეგრელიშვილმა 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები