ჩარლი ჩაპლინი, ნიუ-იორკის მეტრო და ოქროს საათი – ლეგენდის მორიგი თავგადასავალი

ნიუ-იორკის მეტროში მგზავრობის შემდეგ ჩარლი ჩაპლინმა შეამჩნია, რომ მისი ჯიბე დამძიმდა. იქ სხვისი ოქროს საათი აღმოჩნდა. ჩაპლინი ვერ მიხვდა, როგორ აღმოჩნდა ის საათი მის ჯიბეში და პოლიციაში წაიღო, ხოლო მომდევნო დღეს უცნაური ანონიმური წერილი მიიღო:

„ძვირფასო მისტერ ჩაპლინ! გწერთ პროფესიონალი ჯიბის-ქურდი. გუშინ მეტროში ერთ-ერთ ბატონს ოქროს საათი ამოვაცალე. მაგრამ თქვენი დანახვისას გადავწყვიტე, საჩუქარი გამეკეთებინა და საათი თქვენს ჯიბეში ჩავდე“.

მას შემდეგ ერთი წელი გავიდა. ვერც ქურდი იპოვეს და ვერც საათის პატრონი, ამიტომ, პოლიციამ ის საათი კვლავ ჩაპლის გაუგზავნა. მაგრამ ისტორია ამით არ მთავრდება. ამ შემთხვევის შესახებ გაზეთებში წერდნენ და რაღაც დროის შემდეგ ჩაპლინმა კვლავ მიიღო წერილი.

„ძვირფასო მისტერ ჩაპლინ. ერთი წლის წინ მეტროთი რომ ვმგზავრობდი, ვიღაცამ საათი ამომაცალა. გაზეთებში წავიკითხე, რომ ვიღაც ჯიბის ქურდმა ის თქვენ გაჩუქათ. მინდა, რომ ჩემი საათი თქვენ დაგრჩეთ, მისტერ ჩაპლინ. ვინაიდან მე იმ ქურდზე არანაკლებად გცემთ პატივს და ვაფასებ თქვენს ნიჭს, გიგზავნით საათისთვის ოქროს ძეწკვს“, – წერს საათის მფლობელი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები