სერჟანტი სტაბი – პირველი მსოფლიო ომის გმირი ძაღლი

ფოტოზე გამოსახული ოთხფეხა მეგობრის სახელი სერჟანტი სტაბია. ეს უბრალოდ ძაღლი არაა, არამედ დამსახურებული მეომარია. მისი ისტორია 1917 წელს დაიწყო, როდესაც ლეკვი, რომელიც იელის კამპუსის გვერდით დაწანწალებდა, შეიფარა ადამიანმა, სახელად რობერტ კონროი.

ლეკვი, სახელად სტაბი პირველი მსოფლიო ომის დროს კონროის ესკადრას თილისმა გახდა და შედიოდა იანკის 26-ე დივიზიის 102-ე დანაყოფში.

Фотография: Сержант Стабби — героический пес Первой мировой войны №2 - BigPicture.ru

თავის თანამდებობას ოთხფეხა ძალიან კარგად უმკლავდებოდა, ადვილად ამხნევებდა ჯარისკაცებს. მას მხოლოდ ერთი პრობლემა ჰქონდა – ძაღლების ყოფნა ჯარის რიგებში დაუშვებელი იყო. აქ აღწერილი ამბავი კინოსიუჟეტს ჰგავს, მაგრამ ყველაფერი ეს  პატარა სტაბის რეალური ისტორიაა.

Фотография: Сержант Стабби — героический пес Первой мировой войны №3 - BigPicture.ru

როდესაც სამხედრო დანაყოფს ევროპაში წასვლა მოუწია საომარ მოქმედებებში ჩართვისთვის, სტაბი საიდუმლოდ შეიყვანეს სამხედრო გემზე. გემის კაპიტანს არ მოეწონა მსგავსი „კონტრაბანდის“ აღმოჩენა თავის გემზე, მაგრამ დამოკიდებულება მაშინვე შეეცვალა, როდესაც ძაღლი მას „სამხედრო სალამით“ შეხვდა.

Фотография: Сержант Стабби — героический пес Первой мировой войны №4 - BigPicture.ru

მას შემდეგ ძაღლი 102-ე ბატალიონს ყოველთვის თან ახლდა. თავდაპირველად, სტაბის როლი მდგომარეობდა მხოლოდ მორალურ მხარდაჭერაში, მაგრამ დროთა განმავლობაში ის ბევრი ადამიანისთვის გადამრჩენელი აღმოჩნდა. წყაროების ინფორმაციით, ამ ფოტოზე ზუსტად 102-ე ბატალიონია გამოსახული. ძალიან რთულია ამ განცხადების იდენტობის დამტკიცება, მაგრამ აირწინაღის ყველა ჩანთაზე ძაღლის სილუეტია გამოსული, რომელიც სტაბის ძალიან ჰგავს.

Фотография: Сержант Стабби — героический пес Первой мировой войны №5 - BigPicture.ru

თავისი მსახურების დასაწყისში სტაბი გაზიანი შეტევის დროს დაშავდა. მას შემდეგ, რაც ძაღლს უმკურნალეს, მან გაზის მიმართ განსაკუთრებული ყნოსვა განუვითარდა. შედეგად, ის თავდასხმის დაწყებას გრძნობდა, როდესაც მტერი ასეთი სახის იარაღს იყენებდა. ძაღლი მაშინვე თხრილებში იწყებდა სირბილს და ჯარისკაცებს საფრთხის შესახებ აფრთხილებდა. ასეთი სახის დახმარება სამხედროებს საკმარის დროს აძლევდა, რომ აირწინაღები გაეკეთებინათ როგორც თავისთვის, ისე სტაბისთვის.

Фотография: Сержант Стабби — героический пес Первой мировой войны №6 - BigPicture.ru

ამ ფოტოზე სხვა ძაღლია გამოსახული, მაგრამ მისი გამოსახულება გვაძლევს საშუალებას, აღვიქვათ, თუ როგორ გამოიყურებოდა სტაბი თავის დამცავ ეკიპირებაში. სტაბის შეეძლო, მტერი სასაუბრო ენის მიხედვით ამოეცნო. ის დაჭრილ ჯარისკაცებს ეძებდა და მედიკოსებს ატყობინებდა მათი ადგილმდებარეობის შესახებ. ერთხელ ძაღლმა გერმანელი ჯაშუშიც კი დაიჭირა.

Фотография: Сержант Стабби — героический пес Первой мировой войны №7 - BigPicture.ru

მისი დაკავების შემდეგ სტაბი შევიდა ისტორიაში, როგორც პირველი ძაღლი, რომელმაც მიიღო სერჟანტის წოდება საბრძოლო მოქმედებების დროს. ის რკინის ჯვრის ორდენითაც კი დააჯილდოვეს.

გასაკვირი არ არის, რომ ომის შემდეგ მალევე, სტაბი ცნობილი და პოპულარული პიროვნება გახდა. 1920 წელს სტაბი პირადად დაესწრო რესპუბლიკური პარტიის ეროვნული კონვენციის შეხვედრას, ხოლო 1921 წელს აშშ-ს პრეზიდენტმა უორენ ჰარდინგმაც კი მიიწვია თეთრ სახლში. ძაღლი ამერიკაში დაბრუნდა, როგორც ეროვნული გმირი. სტაბი სიბერის შედეგად გარდაიცვალა 1926 წელს. მისი დამსახურება იმდენად გრანდიოზულად იქნა აღიარებული, რომ ძაღლის ცხედრის უკვდავება გადაწყდა. ის ამჟამად ამერიკის ისტორიის ეროვნული მუზეუმის ნაწილია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები