ნიკა გვარამიამ პენიტენციური დაწესებულება დატოვა

„მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ რუსთავის N12-ე პენიტენციური დაწესებულება დატოვა.

გვარამიას რუსთავის ციხესთან ოჯახის წევრები, თანამშრომლები, პოლიტიკოსები და მხარდამჭერები ტაშითა და შეძახილებით დახვდნენ.

შეგახსენებთ, რომ ნიკა გვარამია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის შეწყალების საფუძველზე გათავისუფლდა.

„მთავარი არხის“ გენერალურ დირექტორს თბილისის საქალაქო სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა 2022 წლის 16 მაისს შეუფარდა. 2 ნოემბერს კი თბილისის სააპელაციო სასამართლომ ის პატიმრობაში დატოვა.

ნიკა გვარამიას ბრალად ედებოდა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით „რუსთავი 2“-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების გაფლანგვა, კომერციული მოსყიდვა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია. მას ასევე ბრალი ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში. გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 40 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული. ამასთან, მას ქვეყნიდან გასვლის უფლება ჰქონდა შეზღუდული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები