„არაფერია უფრო გემრიელი, ვიდრე სახლში მოყვანილი სპაგეტი“ – 1957 წლის საპირველაპრილო სიუჟეტი BBC-ზე
„არაფერია უფრო გემრიელი, ვიდრე სახლში მოყვანილი სპაგეტი“ – სწორედ ამ ფრაზით დაიწყო ერთხელ BBC-ზე სამწუთიანი სიუჟეტი.
თუნდაც ის, რომ ეს ამბავი პირველ აპრილს გამოვიდა – და ეს იყო 1957 წლის 1-ელი აპრილი – ბევრი საერთოდ ვერ მიხვდა ხუმრობას. ხალხმა დაიწყო ადგილობრივი მცენარეების მაღაზიებში სიარული და მოითხოვდა, რომ მიეტანათ მაკარონის ხის ნერგები ან ის მაინც ეთქვათ, თუ სად შეიძლება მათი შეძენა.
უფრო მეტიც, თვით BBC-ის ტელერადიოსადგურის დირექტორიც კი იყო მათ შორის, ვინც გულუბრყვილოდ დაიჯერა ეს ამბავი.
„მე არ ვიცოდი, რომ სპაგეტი ხეებზე იზრდებოდა!“ შესძახა მან ცოლს, რომელმაც საპასუხოდ მას ენციკლოპედია მოუტანა, სადაც ეწერა, თუ როგორ მიიღებოდა მაკარონი.