რუსი ოკუპანტების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქეები გაათავისუფლეს

სამი ადამიანი, რომლებიც რუსმა სამხედროებმა ე.წ საზღვართან დააკავეს, ცხინვალის იზოლატორიდან გაათავისუფლეს.
რამდენიმედღიანი უკანონო პატიმრობიდან, მეჯვრისხევისა და ჯარიაშენის მაცხოვრებლები 2000 – რუბლიანი ჯარიმის გადახდის სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ადგილობრივები ოკუპანტებმა ყანაში მუშაობის დროს აიყვანეს. „ქერის აღების პროცესში ჩვენს ყანაში 5 შეიარაღებული პირი შემოვარდა, ავტომატები მოგვაბჯინეს, კომბაინიდან ჩამოგვიყვანეს, მიწაზე დაგვაწვინეს, ბორკილები დაგვადეს და წავიგვიყვანეს, საზღვარი ჩვენ კი არა, მათ დაარღვიეს და ისინი იყნენ დასაჭერები“,- განაცხადა ერთ-ერთმა გატაცებულმა თენგიზ ბუჯიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები