ადამიანში ღმერთის შემოსვლის ტაიტური რიტუალი
ბრიტანელი ავტორის, პატრიკ ფერმორის წიგნში “მოგზაურის ხე” ძალიან საინტერესო ფენომენია აღწერილი, რაც დღემდე კვლევის საგანია ნეიროფსიქოლოგებისთვისაც.
ტაიტიზე ყოფნისას ავტორმა აღწერა ადამიანი ზომბების ფენომენი, რაც ერთგვარ რიტუალურ ინიციაციაში ვლინდება.
კერძოდ, ადგილობრივი მღვდელი, უნგანი, სპეციალურ ქოხში ლოცვას იწყებს, სადაც განღმრთობის მსურველი საკუთარი ნებით შეაბიჯებს.
მუსიკის რიტმის (დინამიკა მატულობს) და “საკმევლის” წყალობით (სხვადასხვა ბალახი, ხშირად კი მხოლოდ პილპილია), დამსწრე ერთგვარ ტრანსულ მდგომარეობაში გადადის და თვითშთაგონების დახმარებით, “შეპყრობის” რიტუალი იწყება.
ტაიტელები თვლიან, რომ ადამიანის სული შედგება მცირე და დიდი ანგელოზისგან, მაგრამ ღმერთი რომ სრულად შემოვიდეს შენში, საკუთარი სული ბოლომდე უნდა განდევნო სხეულიდან.
მცირე ანგელოზი, მათი რწმენით, ადამიანის ცნობიერება – მე და პიროვნულობაა – დიდი ანგელოზი კი, ძალა, რომელიც მცირესა და სხეულის ორგანულ კავშირს განაპირობებს, ამიტომ რიტუალის დანიშნულება ამ დიდი ანგელოზის განდევნაა.
ადამიანი რამდენიმე წამით ხდება უსულო სხეული, რომელშიც ღმერთი (ხშირად ეს გარდაცვლილი წინაპრის სულია) შემოდის. დიდი ანგელოზის ადგილს იკავებს ღვთაება, ის იცვლება, როგორც ვიზუალურად, ასევე შინაგანადაც და ადის განვითარების რაღაც სხვა ეტაპზე. გარკვეული პერიოდის შემდეგ, ღმერთი გადის და ბრუნდება “დიდი ანგელოზი”.
მაგრამ ამ პროცესს აქვს ერთი საინტერესო მომენტიც. თუ “უნგანი” საკმარისად ძლიერი არაა, ან ადამიანი ვერაა მზად, დიდი ანგელოზის სხეულიდან გასვლის მომენტში ბოროტმა სულმა, სატანამ შეიძლება მოიტაცოს “დიდი ანგელოზი” და ადამიანი დარჩეს ცოცხალი, მაგრამ უსულო ანუ ზომბი.
სატანის სამსახურს ხშირად “კუნგანები” ასრულებენ. ისინიც ღვთისმსახურები არიან, მხოლოდ მათი ღმერთი სატანაა და საკუთარი ან “მრევლის” ინტერესებისთვის საზრდოობენ ყველაფერი ბოროტით. უკავშირდებიან გარდაცვლილთა სულებს და მათი მეშვეობით ზემოქმედებენ ცოცხლებზეც.
ფერმორს უწერია, რომ “კუნგანები” და “უნგანები” ხშირად ერთი და იგივე ხალხია. იმისთვის, რომ სატანა დაამარცხონ, ეწევიან მისი მსახურების პრაქტიკასაც და კეთილი ღმერთის მსახურებასაც, მაგრამ რა უდევთ სულსა და გონებაში, ეს მხოლოდ უფალმა უწყისო.
საინტერესო ფენომენია, მოგვიანებით შეიძლება მსგავს “ზომბ” ადამიანებზე დეტალურად მოყოლაც. რამდენიმე ნამდვილი შემთხვევაა აღწერილი.
მოამზადა გურამ მეგრელიშვილმა