რაულ ხაჯიმბამ საქართველოს “აფხაზეთის აღიარებისკენ” მიუწოდა
დე ფაქტო აფხაზეთის არჩეულმა პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ საქართველოს აფხაზეთის, როგორც „დამოუკიდებელი სახელმწიფოს“ აღიარებისკენ და ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების გაფორმებისკენ მიუწოდა. ამის შესახებ ინფორმაციას ინტერნეტგამოცემა „კავკაზსკი უზელი“ ავრცელებს.
„ქართულმა მხარემ საკუთარი ქმედებებით უნდა დაამტკიცოს აფხაზური სახელმწიფოს არსებობის ფაქტი. ამისთვის მან ხელი უნდა მოაწეროს შესაბამის დოკუმენტებს ძალის გამოუყენებლობის შესახებ. ჩვენ გვესმის, რომ საქართველოსგან, როგორც მეზობლისგან ვერსად დავიმალებით, ჩვენ იძულებულნი ვართ გვერდი-გვერდ ვიცხოვროთ და ავაწყოთ ურთიერთობები, რომლებიც შესაძლო საფრთხეებს მინიმუმამდე დაიყვანს “, – განაცხადა ხაჯიმბამ. მისი თქმით, ერთადერთი პლატფორმა, სადაც ეს საკითხი განიხილება – ჟენევის დისკუსიებია.