ქალმა, შვილის გადასარჩენად, საკეისრო კვეთა თავად ჩაიტარა

40 წლის ინესი მეექვსე შვილს ელოდებოდა. მეხუთზე მშობიარობა რთული ჰქონდა და ბავშვი მოუკვდა.

სოფელი, სადაც ქალი ცხოვრობდა, ჩვენს შატილზე უფრო უგზო-უკვლო იყო და ერთადერთი ექიმი ჰყავდათ, ვისი ყველაზე მნიშვნელოვანი ცოდნა ასპირინის გამოწერა იყო.

რამირესმა ქმარს სთხოვა, არ დაეტოვებინა მარტო, მაგრამ კაცი დასალევად წავიდა და აი, ქალს დაეწყო მშობიარობა, რთული მშობიარობა.

მექსიკელი ქალები მჯდომარე აჩენენ ბავშვებს, ეს ინდიელთა წესია. ინესიც ასე ცდილობდა ბავშვის გაჩენას, მაგრამ როდესაც მიხვდა, რომ სავარაუდოდ ნაყოფს ვერ გადაარჩენდა, აიღო რაც შეიძლება მჭრელი დანა, 200 გრამი სპირტი გადაკრა და საკეისრო კვეთა ჩაიტარა.

ანუ, გადაიჭრა 17 სანტიმეტრზე მუცელი და ამოიყვანა ნაყოფი (ბავშვის ამოსვლასთან ერთად მთელი შიგნეულობა გადმოეყარა გარეთ). როგორც კი ნაყოფი დააწვინა საწოლზე, დაკარგა გონება და მხოლოდ 5 საათის მერე იპოვა ქმარმა.

ქალი წაიყვანეს ყველაზე ახლო საავადმყოფოში (გზა 12 საათი). იქ გაკერეს და მოყოჩაღდა. 5 დღეში საავადმყოფოდან გაიპარა და ჩვილი წაიყვანა – ქმარი ვერ მიხედავს ბავშვებს და 4 შვილი მყავს უპატრონოდ დატოვებულიო.

რაკი სამანქანო გზა 12-საათიანი იყო, მოკლე გზა ტყით კი 4 საათი, ამიტომ ქალი ავტობუსიდან ჩამოვიდა, ჩვილი ზურგზე დაიკრა და სახლში ნაოპერაციები მივიდა “უფრო ადრე!”

ამ ისტორიის შემდეგ ქალი მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა (რიდლი სკოტმა ეს სცენა ფილმშიც გააცოცხლა). ჰოდა, ამ დოკუმენტურ ფილმში, ინეს რამირესს უკვირს, რატომ უკვირს ხალხს, რომ შვილის გადასარჩენად თვალისდაუხამხამებლად გადაიჭრა მუცელი. “მე ხომ დედა ვარ?” – ამბობს ის.

ძველ ცივილიზაციებში ღმერთის სახე ქალი იყო, ამას თავისი ლოგიკური ახსნა ჰქონდა. ეს სხვა თემაა.

ვფიქრობ, ქალსა და კაცს შორის, ამ ორ სქესს შორის განსხვავება არსებობს, ამის ერთი ცხადი მაგალითი ზევით მიწერია. დიახ, ბიოლოგიურ დონეზე განვსხვავდებით ერთმანეთისგან და ეს საინტერესოა და არა დასაგმობი.

მოამზადა გურამ მეგრელიშვილმა

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები