ეროვნული თავდაცვის აკადემიაში ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამებზე საბუთების მიღება გრძელდება

ეროვნული თავდაცვის აკადემიაში ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამებზე საბუთების მიღება 28 ივნისის ჩათვლით გრძელდება, – ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამებზე მიიღებიან: 24 წლამდე აბიტურიენტები, რომლებიც დარეგისტრირებული არიან ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის და რეგისტრაციისას აირჩევენ აკადემიის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა/პროგრამებს.

I ეტაპი: აკადემიის შიდა შესარჩევი ტურები:

1. აბიტურიენტები, რომლებიც 2023 წლის 17 აპრილიდან 16 ივნისის ჩათვლით წარმატებით გაივლიან ტესტირებას ფიზიკურ მომზადებაში.

2. აბიტურიენტები, რომლებიც 2023 წლის 29 მაისიდან 23 ივნისის ჩათვლით წარმატებით გაივლიან ფსიქოლოგიურ შერჩევას, სადაც შეფასდება აბიტურიენტის მზადყოფნა და მოტივაცია შეეგუოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რეჟიმს და მისი დასრულების შემდეგ კონტრაქტით გათვალისწინებული ვადით იმსახუროს სამხედრო სამსახურში.

3. აბიტურიენტები, რომლებიც 2023 წლის 29 მაისიდან 23 ივნისის ჩათვლით წარმატებით გაივლიან სამედიცინო შემოწმებას.

II ეტაპი: აბიტურიენტები, რომლებიც წარმატებით გაივლიან შიდა შესარჩევ ტურებს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩააბარებენ გამოცდებს შემდეგ საგნებში: უცხო ენა /ქართული ენა და ლიტერატურა/მათემატიკა /ისტორია / ფიზიკა/ სამოქალაქო განათლება (მესამე სავალდებულო-არჩევით საგანს, მათემატიკას ან/და ისტორიას, დაემატა შემდეგი საგნები: ფიზიკა და სამოქალაქო განათლება, რომლის შერჩევას შეძლებთ საბაკალავრო პროგრამების მიხედვით)“, – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

საბუთების მიღება განხორციელდება აკადემიის ტერიტორიაზე, შემდეგ მისამართზე: ქ. გორი, ცხინვალის გზატკეცილი მე-3 კილომეტრი. საბუთების მიმღები კომისიის ტელეფონი: 577 39 01 94; 599 90 15 61.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები