მეძავობიდან წმინდანობამდე – იმპერატორ იუსტინიანეს ცოლი თეოდორა

წმინდანად შერაცხულ იმპერატორ იუსტინიანეს ცოლი თეოდორა მეძავი იყო (ასევე წმინდანი ქრისტიანული ეკლესიის ნაწილისთვის).

ამ ხისტად დაწყებულ ამბავში საინტერესოა ის, რომ იუსტინიანეს კარის ისტორიკოსი პროკოფი კესარიელი, ცალი ხელით რომ იმპერატორს აქებდა და ადიდებდა, მეორეთი “საიდუმლო ისტორიას” წერდა, რათა ისტორიული სიმართლე არ დაკარგულიყო.

ამ ქალის ისტორია ძალიან საინტერესოა და ნამდვილი კინოსიუჟეტია:

მცირე ასაკის რომ იყო, მამა მოუკვდა და დედამისი მეორედ გათხოვდა (2 უმცროსი და ჰყოლია). მამინაცვალი ცირკის მფლობელი იყო, რაც მაშინდელ ბიზანტიაში მხოლოდ გასართობი წარმოდგენა არ გახლდათ. ცირკის მსახიობები სექსმუშაკებადაც მუშაობდნენ. ამბობდნენ, მცირეწლოვანი დები სწორედ მამინაცვალმა ჩაიგორა პირველად საწოლშიო.

პროკოფის პამფლეტს თუ დავუჯერებთ, თეოდორას ისეთი ილეთები სცოდნია, რომ თავბრუს ახვევდა ყველა კაცს, ვინც მასთან ერთხელ მაინც დაწვებოდა. ქალი დახელოვნებული „აბორტმახერიც“ ყოფილა და არასასურველი ნაყოფის მოშორებაში ეხმარებოდა დედებს.

ისრაელიტი პროკოფი კესარიელი წერს, როგორ უნახავს პირველად თეოდორა – სცენაზე გამოსული ნახევრად შიშველი თეოდორა ხის ტახტზე დაწოლილა. ქურუმი მიუახლოვდა მას და ქერი და შვრია მოაპნია “დაფარულ ადგილებში”. ქალს ამოუღია მარცვლები და დიდებულებისთვის დაურიგებია, რომლებიც მერე მისი საყვარლები გამხდარან.

პროკოფი გვიმტკიცებს, ისეთი უსირცხვო ქალი იყო და ისე ექცეოდა საკუთარ სხეულს, ბაზარში როცა ხვდებოდნენ, ზურგს აქცევდნენ და გარბოდნენ მისგან, რათა ტანსაცმელს არ შეხებოდნენ და ამით არ “დაესვარათ” საკუთარი ღირსებაო.

რაღაც ხანობა თეოდორა გამქრალა ცირკიდან. ის საცხოვრებლად გადასულა რომის ერთ-ერთ პრეფექტთან, ვისაც მალე მიუტოვებია ქალი, რომელიც ალექსანდრიაში გადაბარგებულა, სადაც მას ორმა მღვდელმა, ტიმოთე ალექსანდრიელმა და სევერიანე ანტიოქიელმა უქადაგეს.

ქალს მიუტოვებია ცხოვრების წესი და ქსოვა დაუწყია. საკუთარ ნახელავს კი ბაზარში ყიდდა. სწორედ იქ უნახავს იმპერატორ იუსტინიანეს მომავალი ცოლი და შეჰყვარებია.

პროკოფი კესარიელი ირონიულად წერს, ძველი ხელობა გამოადგა ალბათ თეოდორას, რადგან ერთხელ დაწვა მასთან იმპერატორი და თავი ვერ დაანებაო.

თეოდორა ქრისტიანობის გულმხურვალე დამცველი გამხდარა და მიუხედავად იმისა, რომ ისტორიკოსების ნაწილი მას ძუნწს და სასტიკს უწოდებს, ქრისტიანული კულტურა თეოდორას მაინც პატივს მიაგებს ისე, რომ არ მალავს მის წარსულ ცხოვრებას.

მოამზადა გურამ მეგრელიშვილმა

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები