ხაჯიმბა „აფხაზეთის, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს“ აღიარებას ითხოვს
აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის არჩეული ე.წ. პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა საქართველოს “აფხაზეთის, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს არსებობის“ აღიარებას მოუწოდებს. ამასთან, ხაჯიმბა ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაზე ხელის მოწერას ითხოვს. მისი თქმით, ერთადერთი მოედანი, რომელზეც ეს საკითხი განიხილება, ჟენევის დისკუსიებია.
“ჩვენ კარგად გვესმის, რომ საქართველოსგან, როგორც მეზობლისგან ვერსად წავალთ, იძულებული ვართ გვერდიგვერდ ვიცხოვროთ და საჭიროა ისეთი ურთიერთობების არსებობა, რომლებიც შესაძლო მუქარებისა და საფრთხეების მინიმიზირების საშუალებას მოგვცემს”, – აღნიშნა რაულ ხაჯიმბამ.