არჩილ თალაკვაძე – რუსეთთან ფარულ მოლაპარაკებებზე: ეს არის სიცრუე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, არჩილ თალაკვაძის თქმით, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან რუსეთთან ფარული მოლაპარაკებების შესახებ გაკეთებული განცხადებები სიცრუეა.

„ეს არის სიცრუე, თქვენი არხის და ოპოზიციის პროპაგანდა საქართველოს ევროინტეგრაციის წინააღმდეგ. ის, რომ ახლა გააქტიურდით,  პირდაპირ უკავშირდება იმ მიზანს, რომელზეც ილაპარაკეს ოპოზიციის ლიდერებმა: ცისკარიშვილმა, სამადაშვილმა და თქვენც ირიბად თქვენს შეკითხვებში, სიუჟეტებში ლაპარაკობთ იმავეს. ყველაზე მთავარი თქვენთვის არის, ჩაშალოთ ევროინტეგრაციის პროცესი და კანდიდატის სტატუსი როგორმე ვერ მიიღოს საქართველომ“, – განუცხადა თალაკვაძემ ჟურნალისტს.

ცნობისთვის, ოპოზიციის ნაწილი ხელისუფლებას რუსეთთან ფარულ მოლაპარაკებებში ადანაშაულებს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები