ელექტროენერგიის და ყოველგვარი ცივილიზაციის გარეშე – როგორ ცხოვრობს ამიშების ეთნიკური უმცირესობა ცენტრალურ ამერიკაში
ამერიკაში არსებობს რამდენიმე რელიგიურ-ეთნიკური ჯგუფი, როგორიცაა მორმონები, კვაკერები, მართლმადიდებელი ებრაელები და სხვა. ერთ-ერთი ასეთი ჯგუფია ამიშები, რომელთა, დაახლოებით, 250 000 შეერთებულ შტატებში ცხოვრობს.
ამიშების ყველაზე დიდი პოპულაცია სწორედ აშშ-ში გვხვდება: პენსილვანიაში, ოჰაიოსა და ჩრდილოეთ ინდიანაში. ცენტრალურ ილინოისში ასევე არის Amish Country, სადაც დაახლოებით ამიშების ათასი ოჯახი (დაახლოებით 4 ათასი ადამიანი) ცხოვრობს.
2.
ამიშები უმეტესწილად გლეხები არიან, მიწაზე მუშაობენ და მოიხმარენ მხოლოდ ნატურალურ პროდუქტს, არ იყენებენ ქიმიას და ცივილიზაციის სხვა ნაწილებს. ისინი ჭამენ მხოლოდ იმას, რაც თავად გაზარდეს და სიამოვნებით ყიდიან ზედმეტ პროდუქციას ხორცის, რძის, კვერცხის, ყველის და სხვა პროდუქტების სახით. ხშირად ისინი აწვდიან პროდუქტს ცივილიზებულ სამყაროს. გარდა ამისა, ამიშების რესტორნები არ არის იშვიათი ამ ადგილებში. ისინი ასევე აქტიურად არიან დაკავებულნი ხის ავეჯის წარმოებით.
ადგილობრივი ამიშების რაიონული ცენტრი მდებარეობს ქალაქ არტურში, რომელიც 1855 წელს დაარსდა.
ამიშები ცხოვრობენ ძალიან მარტივი და იზოლირებული ცხოვრების წესით და ხშირად აკეთებენ ყველაფერს, რათა თავიდან აიცილონ ცივილიზაციასთან დაკავშირებული ნებისმიერი რამ. მაგალითად, ამიშებს არ ჰყავთ მანქანები და უმეტეს შემთხვევაში, ისინი ცხენებიანი ურმებით მოძრაობენ.
მიზეზი იმისა, რომ ამიშებს საკუთარი მანქანები არ ჰყავთ, საკმაოდ სასაცილოა – ადამიანები კომუნიზმში ცხოვრობენ, მანქანის ყოლა ფუფუნებად მიიჩნევა და ეს დაუშვებელია, რადგან უთანასწორობას ნიშნავს. ამასთანავე, არაამიშურ ქალაქში სხვისი მანქანების გამოყენება (ტაქსის ან მეზობლების ავტომობილის) საკმაოდ მისაღებია.
ასევე, დაშვებულია სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის გამოყენება.
ამიშები ელექტროენერგიას თითქმის არ მოიხმარენ. მიზეზი საკმაოდ სასაცილოა – მათ მიაჩნიათ, რომ ელექტრომავთულები აკავშირებთ გარე სამყაროსთან, რაც ეწინააღმდეგება ბიბლიას და მათ რელიგიურ პრინციპებს. ამიშები დახურული საზოგადოებაა და ცივილიზაციასთან მხოლოდ კომერციული აუცილებლობის ზომით ურთიერთობენ, შესაბამისად, ტელევიზია, რადიო და ინტერნეტი მათთან აკრძალულია.
ამიშების საშუალო ოჯახს 6-7 შვილი ჰყავს. ოჯახი ძალიან მყარია. უფრო მეტიც, ისინი მუდმივად იზრდებიან და ფართოვდებიან. ამიშების მოსახლეობის საშუალო ზრდა წელიწადში 4%-ს შეადგენს.
მათი რელიგიის მიხედვით, ამიშებისთვის ფოტოს გადაღებაც არ შეიძლება.
ამიშები არ დადიან ჩვეულებრივ სკოლებში და მიიჩნევენ, რომ 8 კლასი საკმარისია ნორმალური არსებობისთვის. სკოლებს ძველი მოდელით ამზადებენ, სადაც სკოლის ყველა მოსწავლე ერთ ოთახში სწავლობს. ამიშები მხოლოდ სკოლიდან იწყებენ ინგლისურად ლაპარაკს, მანამდე საუბრობენ საკუთარ პენსილვანიურ-გერმანულ დიალექტზე.
ამიშებს ერთი რელიგია აერთიანებთ, მთავარი კი, ოჯახი და ეკლესიაა. ისინი არიან ანაბაპტისტები (ქრისტიანები) და, როგორც წესი, ორ ნათლობას გადიან ცხოვრებაში – ჩვილობაში და ცნობიერ ასაკში. ნამდვილ ამიშად თმის შეჭრამდე ახალგაზრდებს ეძლევათ არჩევანის თავისუფლება და უფლებას აძლევენ, თანამედროვე სამყაროს ეზიარონ, მაგრამ ამას მხოლოდ რამდენიმე აკეთებს…
მიუხედავად იმისა, რომ ამიშების კულტურისა და ცხოვრების საფუძველი ეკლესიაა, ამიშებს (ყოველ შემთხვევაში, ძველ მორწმუნეებს) არ აქვთ კლასიკური ეკლესიები. არტურის ტერიტორიაზე, დაახლოებით, 27 საეკლესიო სამრევლოა, რომელთაგან თითოეული 30-35 ოჯახისაგან შედგება. მსახურება, თავის მხრივ, ტარდება საკუთარ სახლებში, ე.ი. მათთვის ყველა სახლი ეკლესიაა…