თურქული დელეგაციის მორიგი ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში
სოხუმის დე ფაქტო სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიწვევით, ოკუპირებულ აფხაზეთს თურქული ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები სტუმრობდნენ. როგორც ადგილობრივი მედიასაშუალებები იუწყებიან, სოხუმსა და ტუროპერატორებს შორის ე.წ. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმიც გაფორმდა, რომელიც ამ სფეროში აქტიურ თანამშრომლობას გულისხმობს. როგორც ცნობილია, ეს თურქული ტუროპერატორების პირველი ვიზიტი არ არის ოკუპირებულ აფხაზეთში.
მსგავსი დელეგაცია სოხუმს მიმდინარე წლის მაისშიც სტუმრობდა.