ვინ იყო დედა ტერეზა და როგორ გამოიყურებოდა ის 18 წლის ასაკში

აგნეს გონჯე ბოიაჯიუ დაიბადა 1910 წლის 27 აგვისტოს კათოლიკურ ოჯახში. მისი მამა, ნიკოლა ბოიაჯიუ, დიდი სამშენებლო კომპანიის მეწილე და წარმატებული ვაჭარი გახლდათ. ქმრის გარდაცვალების შემდეგ აგნესის დედამ ექვსი ობოლი იშვილა და მათ სამ საკუთარ შვილთან ერთად ზრდიდა. მაშინ მკერავად და მქარგველად მუშაობდა.

აგნესი ბავშვობიდან მღეროდა ეკლესიის გუნდში დასთან – აგატასთან ერთად. ის დიდ დროს ატარებდა „ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ორდენში“. 1937 წლის 24 მაისს აგნესმა სამონასტრო აღთქმა დადო და წმინდა ანას სკოლის ბენგალური განყოფილების დირექტორი გახდა. მან მიიღო სამონასტრო სახელი ტერეზა, მე-19 საუკუნის ფრანგი მონაზვნის, წმინდა ტერეზა ლისიოსის სახელი, რომელიც ცდილობდა სიკეთის კეთებას და ყველაზე უსიამოვნო საქმესაც ხალისით ასრულებდა.

დედა ტერეზა გარდაიცვალა 1997 წელს, 87 წლის ასაკში. 2003 წლის ოქტომბერში კათოლიკურმა ეკლესიამ იგი წმინდანად შერაცხა.

რას ამბობდა დედა ტერეზა:

ვინაიდან ჩვენ არ შეგვიძლია დავინახოთ ქრისტე, ამიტომ ჩვენ არ ძალგვიძს ვაჩვენოთ მას ჩვენი სიყვარული, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ ჩვენს გარშემო მყოფი ადამიანები და მათთან ურთიერთობაში გამოვავლინოთ ის სიყვარული, რასაც გამოვავლენდით ქრისტესთან, თუ მის დანახვას შევძლებდით.

ადამიანები სულელები, ალოგიკურები და ეგოისტები არიან; არა უშავს შეუნდეთ მათ.

თუ თქვენ გააკეთეთ სიკეთე და ხალხმა ბრალი დაგდოთ საიდუმლო პირად მიზნებში; არა უშავს, აკეთეთ სიკეთე.

თუ თქვენ მიაღწიეთ წარმატებას და გამოგიჩნდნენ ცრუ მეგობრები და ნამდვილი მტრები; არა უშავს, მიაღწიეთ წარმატებას.

თუ თქვენ პატიოსანი და გულღია ხართ, ხალხი მოგატყუებთ თქვენ; არა უშავს, იყავით პატიოსანი და გულღია.

– რასაც თქვენ აშენებდით წლობით, ის შეიძლება ერთ წუთში დაინგრეს; არა უშავს, აშენეთ.

– თუ თქვენ მოიპოვეთ ბედნიერება, სხვებს შეშურდებათ; არა უშავს, იყავით ბედნიერი.

– სიკეთეს, რომელიც თქვენ დღეს გააკეთეთ, ხალხი ხვალ უკვე დაივიწყებს; არა უშავს, აკეთეთ სიკეთე.

– იყავით განსხვავებული ხალხისგან საუკეთესოთი რაც გაგაჩნიათ, თუმცა ეს არასდროს არ იქნება საკმარისი; არა უშავს, გამოეყავით მათ საუკეთესოთი. საბოლოოდ რასაც თქვენ აკეთებთ ხალხს არ სჭირდება; ეს მხოლოდ თქვენ და ღმერთს გჭირდებათ; ილოცეთ ერთად და უერთგულეთ მარტომ.

ჩვენთვის არ არსებობს განსხვავება ეროვნებაში, კანის ფერში, რელიგიაში. ყველა ადამიანი ჩვენთვის ღვთის შვილია. ყველა იმსახურებს ჩვენს დახმარებას, ყველა შექმნილია, რათა უყვარდეს და უყვარდეთ. ქველმოქმედება – ეს არის დიდი ძალა, რომელიც აკავშირებს და აერთიანებს ადამიანებს. ქველმოქმედება აახლოებს და ამეგობრებს. მხოლოდ ქველმოქმედებას ძალუძს აღაფრთოვანოს ყოველი სულიერი, რადგან ეს საქმე უფლის ხელიდან მომდინარეობს.

თქვენ ხართ მატერიალურად უზრუნველყოფილი, თქვენ გაქვთ ყველაფერი ამ ქვეყანაზე, მაგრამ თქვენი გული მწუხარებით სავსეა. დავუშვათ, თქვენ არ განაღვლებთ ის, რაც არ გაქვთ – უბრალოდ, მიდით ადამიანებთან და მოაქციეთ მათი ხელი თქვენსაში, გამოხატეთ სიყვარული. თქვენ თუ ამ რჩევას დაჰყვებით, თქვენ იბრწყინებთ, როგორც შუქურა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები