საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-3 ქვეითი ბრიგადის 34-ე საარტილერიო ბატალიონის 120მმ ნაღმმტყორცნელთა ბატარეამ ორფოლოს საწვრთნელ პოლიგონზე ამოცანაზე ორიენტირებული სწავლება ჩაატარა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამხედრო წვრთნები დღისა და ღამის პირობებში ჩატარდა და მოიცავდა ისეთ ამოცანებს, როგორიცაა თავმოყრის რაიონის დაკავება, ტაქტიკური გადაადგილება და საცეცხლე მხარდაჭერა.
სწავლების მიზანს საცეცხლე მხარდაჭერის ელემენტების შერწყმა და კოორდინირებული მოქმედებების დახვეწა წარმოადგენდა. დასკვნით ეტაპზე ბატარეამ წარმატებით განახორციელა პირობითი მოწინააღმდეგის განადგურება ზუსტი, დროული და მაღალი ეფექტურობის საარტილერიო საცეცხლე თავდასხმით. დასავლეთ სარდლობის დამკვირვებელთა ჯგუფის მიერ სწავლება დადებითად შეფასდა.