პაკისტანის ყოფილი პრემიერმინისტრის და ოპოზიციური პარტიის “სამართლიანობისთვის მოძრაობის” (JZM) თავმჯდომარის, იმრან ხანი დაკავების შემდეგ, ქუჩაში მისი მომხრეები გავიდნენ.
პარტიის პრესსამსახურის ცნობით, აქციები იმართება ისლამაბადში, ფეშავარში, ჰარიპურში, აბოტაბადში, სიალკოტში, ფეისალაბადში, რავალპინდიში, ლაჰორში და ქვეყნის სხვა ნაწილებში.
აღნიშნულია, რომ საპროტესტო აქციების დასაშლელად ძალისმიერი მეთოდები გამოიყენება, მათ შორის ცრემლსადენი გაზი.
მანამდე, პარტიის მომხრეებს ლიდერებმა მიმართეს:„თქვენი დრო დადგა, პაკისტანელებო. ხანი ყოველთვის თქვენს გვერდით იდგა, ახლა მისი გვერდში დგომის დროა“.
იმრან ხანი Al-Qadeer Trust-ის თანხების მითვისების საქმეზე სასამართლო სხდომის ფარგლებში დააკავეს.
პოლიტიკოსი სასამართლოს შენობაში, მის წინააღმდეგ აღძრული სხვა საქმეებზე გირაოს გადასახდელად მივიდა.
იმრან ხანი თანამდებობიდან 2022 წლის 10 აპრილს გადააყენეს, პარლამენტის მიერ მისთვის უნდობლობის გამოცხადების შემდეგ.
ქვეყნის სასამართლოებში მის წინააღმდეგ ათეულობით სისხლის სამართლის საქმეა აღძრული სხვადასხვა ბრალდებით, მათ შორის, ტერორიზმისა და არეულობების ორგანიზებისთვის.