რუსეთის რამდენიმე ოლქში ტყის მასშტაბურ ხანძრებს ებრძვიან. ყველაზე მძიმე ვითარებაა სვერდლოვსკის, ტიუმენისა და კურგანის ოლქებში.
მთელი ქვეყნის მასშტაბით ტყის, სულ მცირე, 60 ათასი ჰექტარი იწვის.
არსებული ინფორმაციით, ხანძარს, სულ მცირე, 6 ადამიანი ემსხვერპლა.
ტიუმენის ოლქში ხანძრის შედეგად 21 სახლი განადგურდა, დაზიანდა 11, დაიწვა ან დაზიანდა 130 ნაგებობა, ეკონომიკის 5 კერძო ობიექტი.
4 მაისიდან რაიონში დროებითი განსახლების ცენტრებში 331 ადამიანი გადავიდა, მათ შორის 188 პენსიონერია და 76 ბავშვი.
ხანძრის ქრობაში ჩართულია ავიაცია, სახანძრო ტექნიკა, მუშაობენ მეხანძრეები, საჰაერო ბაზა, და Yamalspas-ის მედესანტეები.