დრონებით იერიში – კრასნოდარსა და როსტოვში, ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებში ღამით ხანძარი გაჩნდა

კრასნოდარსა და როსტოვში, გვიან ღამით, ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებში ერთდროულად ორი ხანძარი გაჩნდა.

კრასნოდარის გუბერნატორმა, ვენიამინ კონდრატიევმა ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე არ ისაუბრა, ხოლო როსტოვის ოლქის ხელმძღვანელმა, ვასილ გოლუბევმა თქვა, რომ მოხდა დრონებით იერიში.

როგორც მან სოციალურ ქსელში დაწერა, “დრონი ქარხნის სახელოსნოთაშორის ესტაკადას შეეჯახა, რის შემდეგაც აფეთქდა. ხანძარი მაშინვე იყო ლიკვიდირებული. ხანძრის ქრობაში მეხანძრეები არ მონაწილეობდნენ, ხანძარი საწარმოს სამსახურების თანამშრომლებმა ჩააქრეს“.

მისივე თქმით, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია, მიყენებული ზარალი კი  უმნიშვნელოა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები