კიევმა გვიან ღამით კრემლზე იერიშის მიტანა სცადა, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს.
გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ “ორი უპილოტო საფრენი აპარატის სამიზნე კრემლი იყო. სამხედრო და სპეცსამსახურების მიერ სარადარო საბრძოლო სისტემების დროული ამოქმედების შედეგად, მოწყობილობები მწყობრიდან იქნა გამოყვანილი”.
აღნიშნულია, რომ თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა, პუტინის სამუშაო გრაფიკი არ შეცვლილა.
რუსეთის პრეზიდენტის სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა “რია ნოვოსტის” განუცხადა, რომ დრონების თავდასხმის მომენტში პუტინი კრემლში არ იმყოფებოდა, დღეს კი ის მოსკოვის მახლობლად მდებარე ნოვო-ოგარიოვოს რეზიდენციიდან მუშაობს.
მისივე თქმით, წითელ მოედანზე 9 მაისის აღლუმის გამართვის გეგმები ძალაშია.
მოსკოვი კიევის ქმედებას დაგეგმილ ტერაქტად და პრეზიდენტის მკვლელობის მცდელობად აფასებს, 9 მაისის აღლუმის წინა დღეს. რუსული მხარე იტოვებს უფლებას უპასუხოს ამ თავდასხმას “სადაც და როდესაც საჭიროდ ჩათვლის”.