მზის მსოფლიო დღე, პრესის თავისუფლების დღე და ყველაზე საშიში დღე წელიწადში – რას აღნიშნავს მსოფლიო 3 მაისს
3 მაისს აღინიშნება წლის ყველაზე ნათელი დღესასწაული – მზის საერთაშორისო დღე. სპეციალური თარიღი მზის ენერგიის საერთაშორისო საზოგადოების აქტივისტებმა 1994 წელს დააწესეს.
მზე ჩვენთან უახლოესი ვარსკვლავია, რომლის გარშემოც მთელი მზის სისტემის სიცოცხლეა აგებული. ის გვემსახურება, როგორც ენერგიის წყარო, რადგან თითქმის ყველა ბიოლოგიური პროცესი მზის შუქის მონაწილეობით მიმდინარეობს.
მზესა და დედამიწას შორის მანძილი დაახლოებით 150 მილიონი კილომეტრია. მეცნიერთა აზრით, ფეხით ვარსკვლავებამდე მისვლას 2000 წელზე მეტი დასჭირდება. რაკეტით ამ მანძილის დაფარვა უფრო სწრაფად მოხდება – სულ რაღაც, 7-8 წელიწადში. მაგრამ ასტრონავტები არ აწყობენ მზის ექსპედიციებს, რადგან ადამიანი უბრალოდ ვერ გაუძლებს ამ უკიდურესად მაღალ ტემპერატურას.
დღეს ასევე პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეა, რომელსაც მსოფლიოს უმეტეს ქვეყანაში აღნიშნავენ. ის გაერომ 1993 წელს გამოაცხადა აზრთა პლურალიზმისა და გამოხატვის თავისუფლების მიღწევის მიზნით, რადგან, ექსპერტების აზრით, ეს არის კანონიერი სახელმწიფოს განვითარების უმნიშვნელოვანესი პირობები.
3 მაისი მიიჩნევა წლის ყველაზე საშინელ დღედ, რადგან ეს არის პარანორმალური აქტივობის დღე. ის ხშირად ასოცირდება ჰელოუინთან, მაგრამ ეს მთლად ასე არ არის. ოქტომბრის ბოლოს დასავლეთის ქვეყნების მაცხოვრებლები ცდილობენ ბოროტი სულების, ხშირად წარმოსახვითი და თუნდაც ზღაპრული გმირების იმიჯის მორგებას. ხოლო 3 მაისი ეძღვნება რეალურ მოვლენებსა და ფენომენებს, რომლებიც ეწინააღმდეგება მეცნიერულ ახსნას.
„პარანორმალური აქტივობა“ ძალიან პოპულარულია თანამედროვე კინოში. კინორეჟისორების აზრით, საშინელებათა ფილმების უმეტესობის სიუჟეტები დაფუძნებულია ფანტასტიკურ მოვლენებზე, რომლებიც სცილდება გონივრულს.