რუსეთში, ნავთობბაზაში ხანძარია – იერიში, სავარაუდოდ, დრონებით მოხდა

რუსეთში, ტამანთან ნავთობბაზაში ხანძრის ფართობმა 1,2 ათას კვადრატულ მეტრს მიაღწია.

ამის შესახებ კრასნოდარის მხარის თემრიუკის რაიონის ხელმძღვანელმა, ფედორ ბაბენკოვმა განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ხანძარი სოფელ ​ვოლნაში, “ტამანნავთობგაზის”ტერიტორიაზე გაჩნდა, ადგილზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ.

ცეცხლი გვიან ღამით გაჩნდა, დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

ტელეგრამარხის Baza-ს ცნობით, ხანძრამდე ადგილობრივმა აფეთქების ხმა გაიგეს. არხის წინასწარი ვერსიით, იერიში დრონმა განახორციელა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები