ონორე დე ბალზაკი და მისი 50 ფინჯანი ყავა

ნამდვილი სახელია ონორე ბალზაკი, ნაწილაკს „დე“, რომელიც მაღალი დონის წოდებას გამოხატავს, ბალზაკი 1830 წლიდან იყენებდა. მისი შემოქმედების უმნიშვნელოვანეს ნაშრომს წარმოადგენს პატარა მოთხრობებისა და ნოველებისგან შექმნილი წიგნების კრებული, რომელსაც ავტორმა „ადამიანური კომედია“ უწოდა.

ბალზაკი ადრეული ასაკიდანვე გამოირჩეოდა თავისუფალი აზროვნებითა და მტკიცე, ჯიუტი ხასიათით, რაც მას პრობლემებს უქმნიდა ჯერ სკოლაში, შემდეგ კი მთელი ცხოვრების განმავლობაში. მას ერთი უცნაური ჩვევა ჰქონდა:

„ყავა რომ არა, შეუძლებელი იქნებოდა წერა, ანუ ცხოვრება შეუძლებელი იქნებოდა“, – თქვა ერთხელ ბალზაკმა.

და ის არ ცრუობს: საშუალოდ დღეში 50 ფინჯან ყავას იღებდა. გაურკვეველია, როგორ უნდა დაიძინო ღამე, თუკი მუდმივად კოფეინის ზემოქმედების ქვეშ ხარ, მაგრამ ბალზაკს ეს მოსწონდა. ის ყოველდღე ღამის პირველ საათზე იღვიძებდა, რომ წერა დაეწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები