თურქეთის კურორტზე საქართველოს მოქალაქე სიკვდილისგან იხსნეს

   თურქეთის პროვინცია ბურსაში ეროვნებით სომეხმა აშოტ სუკისიანმა საქართველოს მოქალაქე მიკოლოს ომაროვი სიკვდილისგან იხსნა. ორივე მათგანი ადგილობრივ კურორტ ულუგადაში ისვენებდნენ. უცხოური მედიის ცნობით, ომაროვს თხილამურებზე სრიალის დროს გზა აებნა და დაიკარგა. მან მეგობრისთვის მესიჯის მიწერა მოასწრო და შეატყობინა, რომ გზა აერია და იყინება. მესიჯის მიღებისთანავე აშოტ სურკისიანმა შემთხვევის შესახებ თურქეთის ჟანდარმერიის თანამშრომლებს შეატყობინა. სამაშველო ჯგუფმა საქართველოს მოქალაქეს ტყეში მიაკვლია. ის გაყინვის პირას იყო და მაშველებმა მისი გადარჩენა დროულად შეძლეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები