„ჩემი რომელი ფოტო მიმაჩნია საუკეთესოდ? – ის, რომელსაც ხვალ გადავიღებ“
მარკ რიბოდი 14 წლის იყო, როცა პირველად აიღო კამერა, მამის ძველი „კოდაკი“. ამ კამერამ პირველი ბიძგი მისცა იმ ჰობის, რომელიც მთელი მისი ცხოვრების თანამგზავრი გახდა. განათლებით ინჟინერმა, მარკ რიბოდმა კარიერის დასაწყისში ერთი კვირით აიღო შვებულება და ლიონში თეატრალური ფესტივალის გადასაღებად წავიდა. ეს შვიდი დღე საკმარისი იყო იმისთვის, რომ ის აღარ დაბრუნებულიყო თავის ყოფილ სამუშაო ადგილზე.
„ხალხი ხშირად მეკითხება, ჩემი რომელი ფოტო მიმაჩნია საუკეთესოდ. ჩემი პასუხი: ის, რომელსაც ხვალ გადავიღებ“, – ამბობს ფოტოგრაფი.