საქართველოს მოქალაქეების სუდანიდან ევაკუაციის პირველი ეტაპი დასრულდა,- ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც სუდანის დედაქალაქ ხართუმში იმყოფებოდნენ, გადაყვანილნი არიან სუდან-ეგვიპტის საზღვარზე, ნეიტრალურ ზონაში.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე ხვთისიაშვილის განცხადებით, მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
მისივე თქმით, უახლოეს პერიოდში საქართველოს მოქალაქეებს ეგვიპტეში გადაიყვანენ, საიდანაც ისინი საქართველოში გამოემგზავრებიან.