ილია დარჩიაშვილი: მთავარი გზავნილი მივიღეთ პარტნიორებისგან, რომ თითქმის ყველა მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას

“მთავარი გზავნილი მივიღეთ პარტნიორებისგან, რომ თითქმის ყველა მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას, ევროპულ მომავალს, ჩვენს საერთო თანაცხოვრებას ევროპულ ოჯახში და ეს ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია”, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა საბჭოს სხდომაზე საუბარი შეეხო უსაფრთხოების საკითხებსაც.

“მნიშვნელოვანი დღე იყო, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიწვეული იყო საგარეო ურთიერთობათა საბჭოს სხდომაზე. მას ესწრებიან ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები, რომელსაც ბატონი ბორელი ხელმძღვანელობს.

მთავარი გზავნილი მივიღეთ პარტნიორებისგან, რომ თითქმის ყველა მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას, ევროპულ მომავალს, ჩვენს საერთო თანაცხოვრებას ევროპულ ოჯახში და ეს ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს ძალისხმევას იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა კიდევ უფრო დავუახლოოთ ევროკავშირის.

უსაფრთხოების საკითხი დღეს აღელვებს ყველას – ევროპას. ჩვენს რეგიონში არსებული მდგომარეობაც მათთვის საინტერესო იყო. ის საკითხები რაც მე გავუზიარე – ჩვენს რეგიონში გაზრდილი უსაფრთხოების რისკები, რომლებიც გვაწუხებს ჩვენ ყველას, დიდი ყურადღებით მოისმინეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა. ვისაუბრეთ, თუ როგორ გავაძლიეროთ ერთობლივი ძალისხმევა როგორც ჩვენი რეგიონალური ისე, ევროპის უსაფრთხოება მომავალში, სადაც საქართველოს აქვს თავისი მნიშვნელოვანი კონტრიბუცია”, – განაცხადა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები