როდესაც გამოგონებამ თავისი შემქმნელი მოკლა

მაქს ვალიერს უყვარდა რაკეტები და აფეთქებები, ის არც კი ფიქრობდა საკუთარ უსაფრთხოებაზე. 1920-იან წლებში სახანძრო უსაფრთხოების რეგულაციები ჯერ კიდევ არ იყო შემუშავებული, ამიტომ, ყველა რაკეტის ჩვენება შესაძლოა, საბედისწერო ყოფილიყო.

მაქსი მონაწილეობდა მცირე რეაქტიული ძრავების მატარებლებში, აეროდინამიკურ ციგებსა და სარბოლო მანქანებში ჩაყენებაზე. მაგრამ მალე მობეზრდა ასეთი წვრილმანი საქმეები და უფრო დიდ რაკეტებთან დაიწყო მუშაობა. მან საწვავი ჟანგბადს შეურია და რადგან არ იცოდა, რა პროპორციებით იყო საჭირო მათი მიღება, ეს ძალიან სარისკო ნარევი აღმოჩნდა. მაქსი ხუთი თვის განმავლობაში ცდილობდა სხვადასხვა კომბინაციის შედგენას.

1930 წლის მაისში მან და მისმა მეგობარმა ექსპერიმენტი ჩაატარეს: ნავთი, წყალი და თხევადი ჟანგბადი შეურიეს ერთმანეთს, რასაც აფეთქება მოჰყვა. საცდელი რაკეტის ნაწილი მაქსს მკერდში მოხვდა, ის ადგილზე გარდაიცვალა.

მაქს ვალეს ხსოვნა დღემდე ინახება სამხრეთ ტიროლში, სადაც მას პატივს სცემენ, როგორც ამ პროვინციის ერთ-ერთ ცნობილ გამომგონებელს და მეცნიერს. მის სახელს არაერთი დაწესებულება ატარებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები