აგათა კრისტის გაუჩინარების ისტორია – 1926 წელი

1926 წელს აგათა კრისტი  მეუღლესთან, არჩიბალდ კრისტისთან და ქალიშვილ როზალინდასთან ერთად, რომელიც მაშინ 7 წლის იყო, „სტაილზის“ დიდებულ სახლში გადავიდა საცხოვრებლად, ლონდონიდან 40 კილომეტრში. ამ პერიოდში არჩიმ რომანი გააჩაღა ოფისის მბეჭდავ ნენსი ნილთან, რის შესახებაც არჩიმ მეუღლეს აგვისტოში აცნობა,

3 დეკემბერს მეუღლეებმა ძალიან იჩხუბეს და არჩიმ აგათას უთხრა, რომ განქორწინებაზე შეიტანდა საბუთებს, შემდეგ სამსახურში წავიდა ლონდონში. იმავე დღის საღამოს აგათა „სტაილზიდან“ გაურკვეველი მიმართულებით გაუჩინარდა. მეორე დილით ქალაქ ნიულედს კორნერთან მისი ავტომობილი იპოვეს ანთებული შუქებით.
მისი გაუჩინარება მხოლოდ ინგლისში კი არა, სხვადასხვა ქვეყანაში განიხილებოდა. არსებობდა ვარაუდები, რომ ეს სარეკლამო ოინია ახალი წიგნების პოპულარიზაციისთვის. მისი ძებნით ასობით პოლიციელი და 15 ათასამდე სამოქალაქო პირი იყო დაკავებული. არტურ კონან დოილი მაშინ სპირიტიზმით იყო გატაცებული და აგათა კრისტის ძებნისთვის მედიუმს უხმო, მან ხელთათმანებს მოჰკიდა ხელი, რომელიც მიაწოდეს და შეცდომის გარეშე თქვა, ვისაც ეკუთვნოდა ისინი. ისიც დაამატა, რომ აგათა ცოცხალია და მალე მას იპოვიან.

11 დღის შემდეგ მწერალი ფეშენებელურ სასტუმროში იპოვეს, ის იჯდა და კითხულობდა გაზეთებში, როგორ მიდიოდა მისი ძებნა. სასტუმროში ის დარეგისტრირდა მეუღლის საყვარლის გვარით – ტერეზა ნილი.

ექიმებმა, რომლებმაც მწერალი გასინჯეს, განაცხადეს, რომ მას მეხსიერების ხანმოკლე დაკარგვა ჰქონდა. კრისტი დაახლოებით ერთ წელს მკურნალობდა ფსიქიატრთან და იმ დღეების თითქმის ყველა მოვლენა გაიხსენა.

ერთი წლის შემდეგ მათ სახლი გაყიდეს, ორის წლის შემდეგ განქორწინდნენ და არჩიმ თავის საყვარელზე იქორწინა. თავად აგათა განქორწინების შემდეგ სამოგზაუროდ წავიდა, სადაც თავისი ახალი მეუღლე – არქეოლოგი გაიცნო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები