როცა Rolls-Royce-ი ინდოეთის ქუჩებს გვიდა…
ერთხელ, ინდოელი მაჰარაჯა ჯაი სინგჰი ეწვია Rolls-Royce-ის პავილიონს ლონდონში.
ჩვეულებრივი ტანსაცმლით, ის ინკოგნიტოდ სეირნობდა ქალაქში და Rolls-Royce-ის შოურუმში შემოიარა. იქ მომუშავე ნაციონალისტებმა ჩათვალეს, რომ ის ჩვეულებრივი ინდუისტი იყო და მაღაზიიდან გააძევეს.
შეურაცხყოფისა და დამცირების შემდეგ, ჯაი სინგჰმა იყიდა ექვსი მანქანა, გაგზავნა სამშობლოში, სადაც მან ქალაქის მუნიციპალურ სამსახურს უბრძანა, Rolls-Royces-ი ქუჩების გაწმენდასა და ნაგვის გატანაში მოეხმარათ.
ეს ამბები მალევე გავრცელდა მთელ მსოფლიოში და Roll-Royce-ის რეპუტაცია ყველგან შეილახა. იმ დროს ყოველთვის, როცა ვინმე ევროპაში ან ამერიკაში იკვეხნიდა, რომ Rolls-Royce ჰყავდა, ხალხი იცინოდა და ამბობდა: „რომელი? ის – რომელიც ინდოეთში ურბანული ნარჩენების შესაგროვებლად გამოიყენება?“
რა თქმა უნდა, ბრიტანული ბრენდის მფლობელებმა ინდოელს ოფიციალურად ბოდიში მოუხადეს და კიდევ მანქანებიც აჩუქეს. შემდეგ მაჰარაჯა ჯაი სინგმა მანქანები ამ სამარცხვინო სამსახურიდან გამოიწვია.