გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მარტში უკანონო ტყითსარგებლობის 265 ფაქტი გამოავლინეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2023 წლის 01 მარტიდან 31 მარტის ჩათვლით, უკანონო ტყითსარგებლობის 265 ფაქტი გამოავლინეს; მათ შორის, 197 ფაქტი ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებას ეხება, 68 კი, საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევისა და უკანონო სახერხი საამქროების ფაქტებია.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, სამართალდარღვევებიდან 27 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი – 76 ფაქტი გამოვლენილია კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე; სამეგრელო-ზემო სვანეთში დაფიქსირდა 28 სამართალდარღვევა, ქვემო ქართლში – 26, სამცხე-ჯავახეთში – 19, იმერეთში – 18, აჭარაში – 9, გურიაში – 8, შიდა ქართლშიც – 8, მცხეთა-მთიანეთში კი, 5 სამართალდარღვევა გამოვლინდა.
ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 297 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის ხე-ტყე. ამავე პერიოდში დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 58 ფაქტი; ამოღებულია 10 ერთეული არარეგისტრირებული სახერხი საამქრო. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.