გრიგოლ გიორგაძე – თავდაცვის კოდექსში შესატან ცვლილებებზე: მზად ვართ, ვიმუშაოთ 24-საათიან რეჟიმში, რათა მივიღოთ ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი

ჩვენ მზად ვართ, ვიმუშაოთ 24-საათიან რეჟიმში, რათა მივიღოთ ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ განაცხადა.

მისი თქმით, თავდაცვის კოდექსში შესატანი ცვლილებები, რომელიც სამხედრო სამსახურის გავლას ეხება, მნიშვნელოვანი რეფორმაა და ვერცერთი პოლიტიკური ჯგუფი ამას ხელს ვერ შეუშლის.

„მნიშვნელოვანი რეფორმა, სიახლე გახლავთ, რომელიც ეხება სამხედრო სამსახურში გავლის წესს, როგორც პროფესიული სამხედრო სამსახურის, ისე წვევამდელთა სამხედრო სამსახურის. ახალგაზრდები გაიწვრთნებიან ნატო-ს სტანდარტებით მხოლოდ თავდაცვის უწყებაში. უნდა ითქვას, რომ კონკრეტულ პოლიტიკურ ჯგუფს [„გირჩს“] რეალურად აქვს აღებული სტრატეგია იმისა, რომ გაიწელოს მაქსიმალურად დრო და არის საგნობრივი თუ არ არის, საჭიროებს თუ არა, ყველა შემთხვევაში ისმება კითხვა და ყველა დროის გამოყენება. ალბათ, ფიქრობენ, რომ მოახდენენ ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას, თუმცა, ნამდვილად გაუწბილდებათ იმედები. ჩვენ მზად ვართ, ვიმუშაოთ 24-საათიან რეჟიმში, რათა მივიღოთ ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი“, – განაცხადა გიორგაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები