ონში საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროგრამა გრძელდება
ონის მუნიციპალიტეტში, ციფრული უთანასწორობის შემცირების მიზნით, საყოველთაო ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამა მიმდინარეობს.
მერიის ინფორმაციით, პროექტის განხორციელებით თითოეულ ოჯახს ექნება შესაძლებლობა, მიიღოს 100 მბ/წმ, ხოლო დაწესებულებებს – 1გბ/წმ სიჩქარის ინტერნეტი.
“ოპტიკური ინფრასტრუქტურის მშენებლობა ამ დროისთვის აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს შემდეგ ლოკაციებზე:
ქალაქი ონი;
უწერა;
ღები;
ღარი;
გლოლა;
ნაკიეთი;
ჭიორა.
ქსელის მშენებლობას „ოუფენ ნეტი” ახორციელებს, კომუნიკაციების კომისიის მხარდაჭერითა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ზედამხედველობით.
მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო პროგრამა ხელს უწყობს კერძო სატელეკომუნიკაციო ოპერატორებს, განავითარონ საკუთარი ბიზნესი, – ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის მშენებლობის დასრულების შემდეგ, „ოუფენ ნეტი” არ აწვდის მოსახლეობას ინტერნეტმომსახურებას, არამედ, ნებისმიერ ავტორიზებულ ტელეკომ-ოპერატორს აძლევს შესაძლებლობას, ისარგებლოს მაგისტრალზე ღია დაშვების მომსახურებით და მივიდეს საბოლოო მომხმარებლამდე”, – ნათქვამია მერიის გავრცელებულ ინფორმაციაში.