სამტრედიის მერმა ადგილობრივ ჟურნალისტებს პროფესიული დღე მიულოცა
სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბახტაძემ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან, ვაჟა სტურუასა და საკრებულოს წევრ, ირაკლი მელაშვილთან ერთად, სამტრედიის მედიის წარმომადგენლებს ქართული ჟურნალისტიკის დღე მიულოცა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
მერთან შეხვედრას სამტრედიაში მოქმედი ყველა მედიასაშუალების წარმომადგენლები ესწრებოდა.
“ქართული ჟურნალისტიკის დღეს ვულოცავ მასმედიის წარმომადგენლებს!
განსაკუთრებით ვულოცავ სამტრედიის მუნიციპალიტეტში მოღვაწე ჟურნალისტებს. თქვენ ემსახურებით საქმეს, რომელიც აუცილებელია სახელმწიფოს განვითარებისთვის და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებისთვის.
წარმატებებს გისურვებთ ამ რთულ და საინტერესო გზაზე”, – თქვა ბახტაძემ.