შემთხვევა რუსთაველზე

  რუსთაველის გამზირზე, №28-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის სახურავიდან ბათქაში ჩამოინგრა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით ტერიტორია ყვითელი ლენტით შემოღობეს. როგორც “კვირას“ კორპუსის მაცხოვრებლებმა განუცხადეს, შენობას მერიამ სარეაბილიტაციო სამუშაოები ცოტა ხნის წინ ჩაუტარა, მაგრამ უამინდობის დროს საცხოვრებელი კორპუსიდან ბათქაში მაინც სისტემატურად ცვივა. მოსახლეობის განცხადებით, ეს თბილისის ცენტრალური გამზირი და ქუჩაა, ამ კორპუსის ქვეშ დღის განმავლობაში უამრავი ფეხით მოსიარულე ხვდება და უხარისხოდ გაკეთებული საცხოვრებელი კორპუსი მათ სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის. კორპუსის მცხოვრებლებმა აღნიშნული პრობლემის შესახებ მერიას დღეს კიდევ მიმართეს. დედაქალაქის მმართველებისგან ისინი კორპუსის ფასადის ხარისხიანად შეკეთებას ითხოვენ.

1800860_219314871608037_192209609_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები