ხვალ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში ვადამდელი ”საპრეზიდენტო არჩევნები” ჩატარდება

ხვალ, 24 აგვისტოს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში ვადამდელი ”საპრეზიდენტო არჩევნები” ჩატარდება. აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში ოთხი კანდიდატია დარეგისტრირებული – ასლან ბჟანია, ლეონიდ ძიაპშბა, მერაბ ქიშმარია და რაულ ხაჯიმბა.
აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში ხმის მიცემის უფლება 132 861 ამომრჩეველს აქვს. გალისა და ტყვარჩელის რაიონების 22 ათასზე მეტ მცხოვრებს კი ხმის მიცემის უფლება ჩამოერთვა, რადგან მათ აფხაზურ პასპორტთან ერთად, ქართული პასპორტებიც აქვთ.
აფხაზეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები, საყოველთაო აქციების ფონზე, ე.წ.პრეზიდენტის ალექსანდრე ანქვაბისა და აღმასრულებელი ხელისუფლების გადადგომას მოჰყვა.
31 მაისიდან აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობას პარლამენტის სპიკერი ვალერი ბგანბა ასრულებს, რომელმაც უარი თქვა არჩევნებში კენჭისყრაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები